სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება – მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ექიმების გვერდში დგომა სჭირდება

მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტი გაგრძელდება, მთელი საქართველოს მასშტაბით და დავეხმარებით ყველას, ვისაც ჩვენი, ამ საოცარი ექიმების გვერდში დგომა სჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, მუხიანში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას […]

გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]

ალექსანდრე ლუკაშენკო – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს – ბელარუსის ტერიტორიაზე სამიზნეები გავანადგურეთ

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე „საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს. „გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქცევის ყველანაირი წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენთან ძალიან ახლოს, […]

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. რელიგიის სააგენტოს განმარტებით, აქციის ორგანიზატორებმა ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის განკუთვნილი ქრისტიანული მისია „ფრიდენს ბოტესა” და „დახმარების საერთაშორისო ქსელის” ჰუმანიტარული ტვირთი, 25 ფუთა ტანსაცმელი და 200 კგ. ბრინჯი გადასცეს. მათივე […]

კახა კალაძე ბულგარეთში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტზე – ეს ერთი და იგივე ხაზია, საქართველოშიც გვაქვს იგივე გამოცდილება, გამჭვირვალობა შეიფუთა, როგორც რუსული კანონი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტის ირგვლივ, რიგი ევროპარლამენტარების რეაქციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბულგარეთშიც, ისევე როგორც საქართველოში, კონკრეტული კანონპროექტები დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებმა რუსულად შეფუთეს. „ეს ერთი და იგივე ხაზია. აღნიშნული კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, შეიფუთა, როგორც რუსული კანონი. ჩვენ გვაქვს იგივე გამოცდილება. კანონპროექტი, რომელიც […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე. „მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების […]

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) სადებიუტო ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო. მან მერვედფინალური შეხვედრა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანგთან გამართა, მეტოქეს ანგარიშით 12:2 სძლია და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია. […]

ისრაელ-ირანის დაძაბულობის ესკალაცია ნავთობს აძვირებს

ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ესკალაციამ, ნავთობის ფასის ზრდა განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები გაიზარდა 57 ცენტით, ანუ 0,73%-ით და 78,90 დოლარამდე ბარელზე. აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი გაიზარდა 87 ცენტით, ანუ 1,16%-ით და 76,10 დოლარამდე. ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ამერიკელებმა უმუშევრობის შემწეობის […]

უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე რობოტ ძაღლებს უშვებს

უკრაინამ, შესაძლოა, მალე ფრონტის ხაზზე რობოტი ძაღლები განალაგოს. ისინი ჯარისკაცებს ისეთი სახიფათო დავალებების შესრულებაში ჩაენაცვლებიან, როგორიცაა, მაგალითად, რუსული სანგრების თვალთვალი ან ნაღმების აღმოჩენა. უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გამართულ პრეზენტაციაზე, ლითონის ძაღლი, რომელიც ცნობილია როგორც „BAD One“ მოდელი, ოპერატორის მიერ გაცემული ბრძანებების შესაბამისად მოქმედებდა – ჯდებოდა, დგებოდა, დარბოდა და ხტებოდა. მისი შემქმნელების თქმით, რობოტი ძაღლები შეუმჩნეველნი […]

შაჰინი და ტერნერი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოში სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებულ რუსულ კანონს ქნის ქვეყანაში. “საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს ჩვენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, […]