გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ, რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!

ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ძალისხმევით ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. “ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ, რადგან იციან, მათი დრო დასრულდა!ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ […]
ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ

ნიკა მელიას, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, სამტრედიაში თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ნიკა მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა. ახალგაზრდა მამაკაცი ნიკა მელიასთან მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა, რასაც გინება და ხმაური მოჰყვა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს TV Pirveli ავრცელებს.
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – ვგმობთ “ქართული ოცნების“ ძალადობას

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ გმობს „ქართული ოცნების ძალადობას.“ პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება. “ვგმობთ ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. “ქართული ოცნების” ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოვებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია!”, – ნათქვამია განცხადებაში. ერთიანობით […]
ევროპის ეკოსისტემის 80% განადგურების პირასაა – 2030 წლისთვის მიწებისა და წყლის რესურსების 20%-ის აღდგენა იგეგმება

ევროპის ეკოსისტემის 80% განადგურების პირასაა. ევროკავშირში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემების აღდგენა იგეგმება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები არამხოლოდ არსებული ეკოსისტემების დაცვასა და შენარჩუნებას, არამედ განადგურებულის აღდგენასაც ისახავენ მიზნად. ევროკავშირში საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების აღდგენის შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც ევროკომისიამ გასული წლის ივლისში შესთავაზა. ახალი კანონი 2030 წლისათვის გაერთიანების წევრ ქვეყნებს, სახმელეთო […]
“მტევინო” წარმადობის 1,5 მლნ ბოთლამდე ზრდას გეგმავს

“დღეის მდგომარეობით, თუ 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმას უზრუნველვყოფთ, გეგმაში გვაქვს, რომ წარმოება 1,5 მლნ ბოთლამდე გავზარდოთ”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინოს” დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა. მისივე ცნობით, კომპანიას საექსპორტო მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლები აქვს, რასაც რეალიზაციის გასამმაგებული მაჩვენებლებიც ცხადყოფს. “მტევინოს” მიერ წარმოებული ღვინოს 80% ექსპორტზე მოდის, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე, ჰორეკა სექტორსა და […]
210 00 ლარად 7 წლის წინ რეაბილიტირებულ ბონდას ხიდს ისევ აღდგენა სჭირდება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას მოსახლეობა 7 წელია ხიდის აღდგენას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ბავშვები სკოლაში წასასვლელად ძველი ხიდისგან დარჩენილი ტროსით გადადიან, რაც უსაფრთხო არაა. ხიდზე სავალი ნაწილი მთლიანად ჩანგრეულია. 2017 წელს, ხობში, ბონდას ხიდის რეაბილიტაციაში 210 000 ლარი დაიხარჯა, ექსპლუატაციიდან მალევე ქარმა ხიდი იმდენად დააზიანა, რომ გამოუსადეგარია. ეს დაკიდული ხიდი უნდა ყოფილიყო გაღმა და გამოღმა ქარიატის […]
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – “ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება

“ქართული ოცნება“ აგრძელებს ძალადობის კამპანიას, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოებაში შიშის დანერგვას ემსახურება , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” გმობს “ყოველგვარ თავდასხმას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე”. “ქართული ოცნების ძალადობრივი კამპანია მხოლოდ მათ მოახლოებულ მარცხს ადასტურებს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ცვლილებები აუცილებელი და გარდაუვალია! ერთიანობით ჩვენ დავიბრუნებთ […]
“ნაპოლი” მარიო რუის იჯარით გაუშვებს

“ნაპოლის” ვეტერანი მცველი მარიო რუი პორტუგალიაში დაბრუნებას არ აპირებს და დიდი ალბათობით კარიერას თურქეთში გააგრძელებს. Il Mattino-ს ცნობით, მარიო რუიმ ესპანურ “ვალიადოლიდში” გადასვლა არ ისურვა, რადგან “გალათასარაის” შეთავაზებამ უფრო მოხიბლა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მარიო რუის ნეაპოლური კლუბი იჯარით გაუშვებს და ხელფასის ნაწილს გადაუხდის. მისი ამჟამინდელი სეზონური გასამრჯელო 2 მილიონ ევროზე მეტია.
საქართველო უერთდება გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე

“შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა,” – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 […]
რუსეთი დაიმუქრა, რომ “მკვეთრ პასუხს” გასცემს უკირაინის ჯარების იერიშებს მის ტერიტორიაზე

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, მოსკოვი „მკვეთრ პასუხს“ გასცემს უკანასკნელ ინფორმაციას რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკრაინის ჯარების იერიშების შესახებ. მათ შორის ლაპარაკია უკრაინელთა წინსვლაზე კურკის ოლქის სიღრმეში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კიევს ბრალი დასდო „ტერორისტულ საქმიანობაში“, რის ერთადერთი მიზანი, მისი აზრით, არის რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება. „ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბოროტმოქმედებების ორგანიზატორები […]