ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს – ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწადნახევრის განმავლობაში და შესაბამის ძალებს ხელიდან გამოვგლიჯეთ კანდიდატის სტატუსი

ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტზე. ვინ არ შემოვიდა პროცესში? – ოპოზიცია და „ენჯეოები“ არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. „ენჯეოებმაც“ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მარტომ მოვიპოვეთ, გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის […]
შარლ მიშელი 2 არ იქნება, ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება – ნიკა გვარამია ბერსეს ვიზიტზე

“უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ […]
“ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს” – ნიკა მელია

“გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ) პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა – ახალი არჩევნები”
Nike-ის წმინდა მოგება და შემოსავალი მეორე ფინანსურ კვარტალში დაეცა, მაგრამ პროგნოზს გადააჭარბა

სპორტული საქონლის ამერიკული მწარმოებელმა Nike Inc.–მა მეორე ფისკალურ კვარტალში წმინდა მოგება შეამცირა მეოთხედით, შემოსავალი 8%-ით, მაგრამ ორივე მაჩვენებელი ბაზრის პროგნოზებზე უკეთესი აღმოჩნდა. Nike-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ წმინდა შემოსავალი კვარტალში, რომელიც დასრულდა 30 ნოემბერს, იყო 1,16 მილიარდი დოლარი, ანუ 78 ცენტი თითო აქციაზე, წინა ფინანსურ წელს 1,58 მილიარდ დოლართან ან 1,03 აშშ დოლართან შედარებით. კომპანიის კვარტალური […]
ამ დროისთვის არ არსებობს საქართველოში ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელია – სალომე ზურაბიშვილი

ამ დროისთვის არ არსებობს საქართველოში ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელია. ყველა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტს, ყველა სასამართლოს, ცენტრალური ბანკის, ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობენ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული ადამიანები და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიისთვის მისაღები ადამიანებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არჩევნებამდე, დე ფაქტო მმართველმა, ბატონმა ივანიშვილმა გააფრთხილა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, […]
პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად დაიხურა

XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად დაიხურა. სესიის დახურვა ბიუროს სხდომის ფორმატში მოხდა. პარლამენტის წევრები საგაზაფხულო სესიის გახსნამდე შეკრებას და რიგგარეშე სხდომების გამართავს არ აპირებენ. ახალმა პარლამენტმა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გარდა ამისა, გაამკაცრა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, დააწესა ახალი ადმინისტრაციული ჯარიმები, არსებული ჯარიმების ოდენობები კი გაზრდა. ასევე ცვლილებები განახორციელა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, […]
ირაკლი კობახიძე სანქციებზე – ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული – აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია

ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, საერთოდ არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოება იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდანი“, ეს მცდელობა იყო სანქციების ავტორების მხრიდან კოორდინირებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის და შს სამინისტროს სხვა […]
გორის მერია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებს განმარტავს

გორის მერია „გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს ხელშეკრულების პირობის თანახმად მოხდა. ამ განცხადებით მუნიციპალიტეტი ეხმაურება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ განცხადებას, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა პასუხია მათ ინსტალაციაზე „საომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“. უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულებაში წერია, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს ჰქონდა შეთანხმების შეწყვეტის უფლება. მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ […]
საქართველოს ეროვნული გვარდია 34 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 34 წელი გავიდა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე მათ დაღუპული გვარდიელების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების […]
საქართველოში თაფლის გაყიდვებმა იკლო – რამ გამოიწვია რეალიზაციის პრობლემა?

საქართველოში თაფლის გაყიდვებმა იკლო – რამ გამოიწვია რეალიზაციის პრობლემა? საახალწლო და სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, წლის ამ პერიოდში, თაფლზე მოთხოვნა ტრადიციულად იმატებს, რადგან გოზინაყი და თაფლისგან დამზადებული ტკბილეული ახალი წლის სუფრის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ეს წელი შესაძლოა გამონაკლისი აღმოჩნდეს. ბაზარზე თაფლზე მოთხოვნამ იკლო და რეალიზაციის პრობლემა შეიქმნა. „მეფუტკრეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალეკო პაპავა „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, […]