კურსკის რეგიონში ტყვედ აიყვანეს რამზან კადიროვის შექმნილი პოლკ „ახმატის“ მებრძოლები

კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდა რამზან კადიროვის ინიციატივით შექმნილი სპეცდანიშნულების რაზმის, „ახმატის“ რამდენიმე მებრძოლი. დატყვევებულთა ვიდეო და ინფორმაცია 11 აგვისტოს გაავრცელა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულმა ტელეგრამის არხმა “ხოჩუ ჟიტ” (“სიცოცხლე მინდა”). „სარეიდო ჯგუფებმა ეს კადიროველები საზღვრიდან ღრმა ზურგში შეიპყრეს. მათი თქმით, ისინი ცდილობდნენ, გაქცევით აერიდებინათ თავი ტყვედ ჩავარდნისთვის, რადგან რამზან კადიროვმა ოდესღაც […]
რუსეთი: უკრაინის ატომურ სადგურზე ხანძარი “სრულად ჩამქრალია”

სამხრეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი “სრულად ჩამქრალია” – აცხადებს მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი 12 აგვისტოს. უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გაჩნდა სადგურის გამაგრილებელ კოშკში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხანძრის გაჩენაში რუსეთი დაადანაშაულა, რუსეთის ოფიციალური პირები კი – მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს […]
კურსკის ოლქში ბელოვსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ტრანსპორტის რეგიონულ სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი ტრანსპორტი. ავტობუსები უკვე მორიგეობენ უსაფრთხო ადგილებში. ახლა მთავარია დასახლებული პუნქტების მოსახლეობას დროულად ვაცნობოთ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შესახებ“, – წერს გუბერნატორი. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევმა, თავის მხრივ, ტელეგრამით მიმართა […]
მამუკა მდინარაძე მაიკ ტერნერზე – როცა ჩვენ მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი

როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა [მაიკ ტერნერმა], „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი – სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მდინარაძის შეფასებით, მსგავს განცხადებებს „კონკრეტული მიზეზები აქვს“. […]
მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე თავდასხმაზე – თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ – ყველას ვთხოვ ნუ გააკეთებენ „ნაცების“ საქმეს და მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას თავი დაანებონ

თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. „ნაცებზე“ მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი. მდინარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდაჭერებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „ხელის ქნევას თავი დაანებონ“ იმიტომ, რომ ეს მათ წისქვილზე […]
ანო ბალიაშვილი – როცა „ქართული ოცნების“ ყოფილი მერი და მაღალჩინოსანი გადმოდის ოპოზიციაში, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, როგორი მოღალატეობრივი ინტერესების გამტარებელია მმართველი გუნდი

როდესაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მერი და მაღალჩინოსანი გადმოდის ოპოზიციაში, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, როგორი მოღალატეობრივი ინტერესების გამტარებელია მმართველი გუნდი. ერთიანობა იმარჯვებს და ძალა ერთობაშია, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი, ანო ბალიაშვილი კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის გადაწყვეტილებას „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ […]
თინა ბოკუჩავა – გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის 12 – წლიანმა მმართველობამ მხოლოდ სიღარიბე და უპერსპექტივობა მოუტანა ხალხს

გორში ჯერ კიდევ 2012 წელს იყო უამრავი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის გორის უნივერსიტეტის რეაბილიტაცია, მშენებლობა, მათ შორის გორის ციხის რეაბილიტაცია, რომელსაც ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილის 12 – წლიანმა მმართველობამ მხოლოდ სიღარიბე და უპერსპექტივობა მოუტანა ხალხს და ქვეყანას,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე […]
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპული“ მზადაა, გიორგი მამარდაშვილი შეიძინოს და იჯარის წესით „ვალენსიაში“ დააბრუნოს

„ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისთვის ემზადება, თუმცა გუნდის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ჯერ გარკვეული არაა. ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ინგლისური „ლივერპული“ მზადაა, მამარდაშვილი შეიძინოს და „ვალენსიაში“ იჯარის წესით დააბრუნოს. „ინგლისური „ლივერპული“ მამარდაშვილის შეძენას და უკან, „ვალენსიაში“ იჯარის წესით დაბრუნებას განიხილავს. ფეხბურთელის სატრანსფერი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა, ხოლო ალისონის წასვლის შემდეგ […]
საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში – პრემიერი

საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ჟურნალისტების კითხვას, სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა […]
თინა ბოკუჩავა – მიხარია, როცა ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადმოვლენ

მიხარია, როდესაც ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ, რადგან ყველას გვესმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადმოვლენ, – ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის გადაწყვეტილებას „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით. მისი […]