„ვისოლის“ გათამაშებაში მორიგი წყვილი ავტომობილი BMW X1 რუსთავსა და გორში მოიგეს

„ვისოლის“ გათამაშებაში მორიგი წყვილი ავტომობილი BMW X1 რუსთავში „ვისოლის“ ერთგულმა მომხმარებელმა რაჩან ტანგრივერდიევმა და ჩამსხმელმა ოპერატორმა ზაალ ომარაშვილმა, გორში კი მომხმარებელმა ბოკა ტატიაშვილმა და ჩამსხმელმა ოპერატორმა გიორგი ხუბილურმა მოიგეს. გათამაშება 1 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების […]

სენატორი შაჰინის და კონგრესმენი ტერნერის განცხადებები საქართველოში ვიზიტის შემდეგ

აშშ-ის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ და მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის შესახებ განცხადებას აქვეყნებენ. განცხადების დასაწყისში აღნიშნულია, რომ შაჰინი და ტერნერი კვლავაც ადასტურებენ აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც საქართველოში ვიზიტისასაც აღნიშნეს. სენატორი შაჰინი […]

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ხარაგაულის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ხარაგაულის ოფისი გაიხსნა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხარაგაულის მოსახლეობას გააცნო კოალიციის ხედვები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ამასთან, მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა. „ყოველდღე დავდივართ სოფელ-სოფელ და ცვლილებების განწყობას ვგრძნობთ. ჩვენ ვართ ადამიანები, […]

რუსეთის საგარეო დაზვერვა – ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გიჟურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც უკრაინის საზღვრებს მიღმა ესკალაციის საფრთხეს ქმნის, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამერიკულ ელიტაში ზელენსკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. „როგორც „დემოკრატიულ“, ისე „რესპუბლიკურ“ პარტიაში სულ უფრო და უფრო ისმის მათი ხმები, რომლებიც გამოთქვამენ ეჭვებს კიევის […]

Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდიბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს სათვალე უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებას უმარტივებს. თამუნა ცინცხალაძემ, ლიზი შანიძემ, თამო ვერძაძემ და თეა ხარაბაძემ უსინათლოებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელიც სენსორულ სათვალეებს უკავშირდება. „სათვალეს შეუძლია, აღიქვას და მომხმარებელს უკარნახოს ახლოს […]

ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას – შაჰინის და ტერნერის ერთობლივი განცხადება

საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების […]

ქართულ სტარტაპებში ინვესტირება ჰოლანდიურ, თურქულ და ბრიტანულ ვენჩურულ ფონდებს სურთ

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად ოთხ საერთაშორისო ვენჩურულ ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. როგორც ავთანდილ კასრაძე განმარტავს, ქართულ სტარტაპებში ინვესტირება ორ ჰოლანდიურ, თურქულ და ბრიტანულ ფონდს სურს. „ვენჩურული ფონდები გველაპარაკებიან, რომ საქართველოზე გაკეთდეს მეტი ფოკუსი, მათ აინტერესებთ ქართულ სტარტაპებში ფულის ჩადება. ხედავენ რომ ზრდის ტენდენცია არის ძალიან მაღალი.“-აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. მისივე განცხადებით, ათ წელში ქართულმა […]

Technovation Girls – გამარჯვებული გუნდი ბათუმიდან

თიბისის მხარდაჭერით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ განხორციელდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს შორისაა გოგონების გუნდი ბათუმიდან, პროექტით AI Eyes – ეს […]

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლების ნაწილმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, ისინი იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ მეთოდისთვის მიემართათ, რადგან კომპანიიდან მოლაპარაკებებზე მზაობა არ ჩანს. მათივე თქმით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ ადმინისტრაცია, ყველანაირად ცდილობს, კომპანიაში არსებული პრობლემები გაფიცულ თანამშრომლებს დააბრალონ. „დღეს გაფიცვის 33-ე დღეა და გაფიცულებმა შიმშილი დავიწყეთ. ამ დღეების განმავლობაში, ხშირად მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, […]

საია – ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის „რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას

ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის „რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, პირველი შუალედური ანგარიში 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და […]