თინა ბოკუჩავა – ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი – მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება

ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრები, მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მიშა არის ძალიან მაგრად, ბრძოლის განწყობაზე და გამარჯვებას ელოდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ხაშურში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ადამიანები ხელისუფლების ცვლილებებისთვის ოპოზიციის ერთიანობას ითხოვენ. „ვიყავით თელავში, დედოფლისწყაროში, ბეშუმში, ახალციხეში, წალენჯიხაში. წყალტუბოში, დღეს ხაშურში […]
ნიკა მელია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე – მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული

მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მელიას თქმით, ფინანსური სანქციები საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. „როდესაც პოლიტიკური კავშირები გაყინულია, როდესაც დასავლური ფული გრანტებისა და ტრანშების სახით აღარ შემოდის, რადგან დარწმუნდნენ, რომ „ქართული […]
ბონდო თედორაძე – სოფელ ლეღვაში ყველანაირი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემის ფონზე, ადგილობრივ მთავრობას მოვუწოდებ, დროულად იმოქმედონ

სოფელ ლეღვაში ყველანაირი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემის ფონზე, მოვუწოდებ ადგილობრივ მთავრობას დროულად იმოქმედონ, სანამ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მოემსახურონ ხალხს და დადგნენ მათ გვერდით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა. თედორაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირის მაგისტრალური ხაზის მოწყობისთვის მილიონობით ლარი დაიხარჯა, დღემდე არ […]
6 ევროპული კლუბი რაბიოს დამატებით ინტერესდება

“იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კვლავ უკლუბოდაა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის დამატებით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “გალათასარაი” და “ატლეტიკო” ინტერესდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბზე გააკეთებს 29 წლის ნახევარმცველი არჩევანს. შეგახსენებთ, რაბიო “პარი სენ ჟერმენის” აღზრდილია, 2019 წელს კი “იუვენტუსში” გადაბარგდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური ზუგდიდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს.”– ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. “განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი […]
საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოსიმძლავრეების განვითარებას – ვახტანგ ცინცაძე

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა დასრულდა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ შავი ზღვის კაბელი როგორც ტექნიკურად, ისე ეკონომიკურად განხორციელებადია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ […]
ევროკავშირში ოჯახები დასვენებასა და გართობაზე საშუალოდ 4-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე საქართველოში – ISET

კვლევითი ორგანიზაცია ISET-ის ინფორმაციით, ევროკავშირში სამომხმარებლო ხარჯების ის წილი, რასაც ოჯახი დასვენებასა და გართობაზე ხარჯავს, საშუალოდ 4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ISET-ის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირში ოჯახის მიერ დასვენებასა და გართობაზე დახარჯული თანხა სამომხმარებლო ხარჯების 8%-ს შეადგენდა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 2023 წელს 2% იყო. ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში, საქართველოს […]
ბათუმში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა

ბათუმში, სასტუმრო “ლ. ბაკურში” გაჩენილი ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი შენობის მეექვსე სართულზე გაჩნდა და სახანძრო სამსახური ამ დროისათვის მის ჩაქრობას ცდილობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა. შენობაში იმ დროისათვის 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანმა სასტუმრო დროულად დატოვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია
ლევან ხაბეიშვილი – უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა მსოფლიომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივ კრიმინალებად, ქურდებად, ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილეებად გამოაცხადა მსოფლიომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა გამოვგლიჯოთ ხელისუფლება ტრანსნაციონალურ დამნაშავეებს და მსოფლიოში აღიარებულ თაღლითებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ქოლ-ცენტრების მეშვეობით, მილიარდობით დოლარს […]
ვახტანგ ცინცაძე – ქვეყანაში გრძელდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა – ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის ივლისის თვეში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპი დაფიქსირდა და 30% შეადგინა, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულ ტენდენციებს. მისივე თქმით, ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ივლისში 682 მლნ. აშშ. დოლარს გადააჭარბა. როგორც მან განმარტა, „საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვა 2,102.5 მლნ. […]