პატარაია: არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ! რეჟიმი უნდა დასრულდეს!

მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბერსესთან საუბარში არც ერთხელ არ უხსენებიათ რუსული კანონი ან მისი გაუქმება. ვისაუბრეთ წამებაზე და უფლებების მასიურ დარღვევებზე და ჩვენი მოთხოვნები უცვლელად გავაჟღერეთ: 1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს; 2. ახალი არჩევნები საქართველოს! არანაირ რუსულ კანონებზე მოლაპარაკებას არ ვაპირებთ! არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმი უნდა დასრულდეს!
ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს აკრიტიკებს „აგენტების კანონზე“ ინიციატივის გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას არ აქვთ შესაბამისი მანდატი და უფლება, რომ “არაღიარებულ ხელისუფლებასთან” ერთად “დანიშნონ” კომისია “აგენტების კანონთან” დაკავშირებით. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მოვალეობაა, ისაუბროს ხალხის მიმართ ძალადობასა და მათი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვაზე. […]
“ივანიშვილი რუსულ კანონს უკან წაიღებს კი არა, მზად არის ყველა კანონი შეაჭამოს თავის მონებს, ოღონდ თავი გადაირჩინოს” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილი რუსულ კანონს უკან წაიღებს კი არა, მზად არის ფურცელზე ამობეჭდილი ყველა კანონი შეაჭამოს თავის მონებს, ოღონდ თავი გადაირჩინოს, სანქციები და პროტესტი გააჩეროს. მე არ ვიცი ის ევროსაბჭოს კაცი ვისი მანდატით და რა მიზნით ჩამოვიდა აქ, მაგრამ გაყალბებული არჩევნების და ადამიანის წამების საპირწონე რომ რუსული კანონის გაწვევა ვეღარ იქნება, ეგ არის ცხადი, […]
“ეს პროვოკაციაა, შეურაცხყოფაა, მათ შორის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნისაც” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძე პროვოკაციულ განცხადებაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, იმ მაღალჩინოსნების დაჯილდოვება, რომელებიც დასანქცირდნენ, ევროსაბჭიოს გენერალური მდივნის შეურაცხყოფაცაა, რადგან, ამ უკანასკნელს, პრეზიდენტის თქმით, მართლაც ეგონა, რომ შევიდა ქართულ ოცნებასთან დიალოგში. “პროვოკაციულია ის, რაც დღეს მოვისმინეთ, რომ გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს […]
რატომ შეხვდა ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა პრაგმატული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ოფიციალური თანამდებობა არ უკავია. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა. ალან ბერსეს ჰკითხეს, ვის ინტერესში იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრა. „ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, […]
ვერანაირი სამუშაო პროცესი ვერ გააკეთილშობილებს რუსულ კანონს, ის უნდა გაუქმდეს – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ რუსული კანონი შეცვლას არ ექვემდებარება და ის უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისს რუსული კანონის გაუქმებაც ვერ უშველის. ასე ეხმაურება ქურდოვანიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბენსეს განცხადებას რუსული კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. “ევროპის საბჭოს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას, “რუსულ კანონზე” ცალსახად […]
დაწინაურება, ღირსების ორდენი და კომპენსაციები | „ოცნების“ პასუხი სანქციებზე

„ეს იყო პასუხი deep state-ისთვის, რომელიც უსამართლოდ მოქმედებს საქართველოს მიმართ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა გომელაური გუშინ მაგნიტსკის სანქციების სიაში შეიყვანა, დღეს ის „ქართულმა ოცნებამ“ ვიცე-პრემიერად დააწინაურა. „ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს […]
ალან ბერსეს ჩვენთან შეხვედრისას რუსულ კანონზე არ უსაუბრია – სამოქალაქო ორგანიზაციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსესა და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას რუსული კანონის საკითხი განხილული არ ყოფილა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა” და “საფარის” აღმასრულებელი დირექტორები, ნინო დოლიძე და ბაია პატარაია წერენ. “გუშინ [19 დეკემბერს], პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ […]
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა

ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა. როგორც ევროკომისიის ოფიციალურ პრესრელიზში წერია, ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ევროკომისიის წინადადება, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, დასამტკიცებლად მოითხოვს მხოლოდ წევრი ქვეყნების უმრავლესობის ხმას, რაც უნგრეთსა და სლოვაკეთს ართმევს ვეტოს უფლებას. იმ შემთხვევაში, […]
ევროკავშირში თითქმის ყოველი მეორე ახალი მანქანა არის ჰიბრიდული ან ელექტრო – Eurostat

ევროკავშირში თითქმის ყოველი მეორე (48,3%) ახალი მანქანა არის ჰიბრიდული ან ელექტრო. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო (Eurostat) შარშან რეგისტრირებული მანქანების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამრიგად, ახლა ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილები ოდნავ მეტია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები – 48,8%. დანარჩენი მოძრაობს ალტერნატიულ საწვავზე (მაგალითად, წყალბადი ან ბიოსაწვავი). ევროკავშირის ცხრა ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტრო […]