“ტელევიზორს ვერ დაკიდებ კედელზე ევროპაში მერიის გარეშე, ნერვები მეშლებოდა და ახლა ვხვდები, რატომ აკეთებენ ამას”– დინა მირცხულავა

ჟურნალისტი, დინა მირცხულავა: რა გახდა მართლა ჩემს ქვეყანაში უსაფრთხოების მინიმალური ზომების მიღება. არასრულწლოვანი ბავშვები შეეწირა ხანძარს. ტელევიზორს ვერ დაკიდებ კედელზე ევროპაში მერიის თანხმობის გარეშე, ნერვები მეშლებოდა თავიდან და ახლა ვხვდები, რატომ აკეთებენ ამას. სიგარეტს რომ მოწევ სახლში, მაშინვე სახანძრო სისტემა ირთვება. ელემენტარულიდან დაიწყეთ რაღაცეების მოწესრიგება, რომ ფატალური შედეგი არ დადგეს

დღეიდან, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართული ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება, ყველაზე იაფად კი პოლონეთში – რეიტინგი

2024 წლის პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური ინფორმაციით, საექსპორტო შემოსავალმა 156.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტია. მთლიანად ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 54.4 ათას ტონა იყო. TBC Capital-ის ინფორმაციით, მიღებული შემოსავლის მიხედვით, მთავარ საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთის ფედერაცია რჩება, რომელზედაც ექსპორტის 71% მოდის. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება ჯამში 111.2 მილიონ დოლარს […]

“ბიზნესის ნაწილი მიესალმება” – როგორია ენერგეტიკაში პირდაპირი კონტრაქტების ამოქმედების შეფასება და მოლოდინები?

მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძო სექტორი ენერგეტიკულ პროექტებზე პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობას სექტემბრიდან შეძლებს. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებები შეცვლის CFD აუქციონებს, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, პირდაპირი კონტრაქტები მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი გენერაციის ობიექტების გამრავალფეროვნებას და რაოდენობრივ ზრდას. BMG-სთან საუბრისას მაია მელიქიძემ თქვა, რომ კერძო სექტორის […]

OOCRP პასუხობს ოცნებას, რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP) ქართულ ოცნებას, რომელმაც მათ ჟურნალისტურ გამოძიებას ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებასთან დაკავშირებით „ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული“ უწოდა, განცხადებით პასუხობს. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა. OOCRP-ში აცხადებენ, რომ […]

ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა

55 წლის ასაკში აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, მუსიკოსი – ლევან შენგელია გარდაიცვალა. თითქმის 30 წელია შტატებში ცხოვრობდა, თუმცა სამშობლოსთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტია და საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობით ხშირად იკვეთებოდა მისი გზა საქართველოსთან. ლევან შენგელია პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და Piano School of New York City-ში და Anselmo Academy of Music and the Arts-ში ასწავლიდა. იყო […]

“ეს საქართველოსთვის!” – ქართველი მებრძოლების წარწერა რუსეთის ქალაქში

“ეს თქვენ საქართველოსთვის” – ამ შინაარსის წარწერა გამოჩნდა რუსულ ქალაქ სუჯაში. უკრაინელების მიეღ აღებულ რუსულ ქალაქებში ქართველი სამხედროებიც შევიდნენ. წარწერები, რომლებიც მათ სუჯაში გააკეთეს, მათ მიერ გავრცელებულ ფოტოში ჩანს. სუჯის ნახევარზე მეტს უკვე უკრაინელები აკონტროლებენ, მეორე ნაწილში კი აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე – როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ – ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის

როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ – ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის უკვე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ჰელსინკის კომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, ბოლო განცხადებამ ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა და შეიძლება ერთ დღეს თქვან, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ […]

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

მაიმუნის ჩუტყვავილის გავრცელების გამო აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. „ბიბისის“ ცნობით, აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ჩუტყვავილის ახალი შტამის 13 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 450 ადამიანი. ვირუსი ასევე გავრცელდა აფრიკის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის ბურუნდიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, […]

კახეთის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთის ბრალდებით […]