სანქცირებაზე გადაწყვეტილების შემდეგ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციებზე გადაწყვეტილების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ უორდი უწყებაში დაიბარეს. ბრიტანელ დიპლომატს 20 დეკემბერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა და შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. „მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას“, – იუწყება სამინისტრო. „გარდა […]
რუსეთის ისლამურმა საბჭომ მხარი დაუჭირა მუსლიმ კაცებს შორის მრავალცოლიანობას – კანონის საწინააღმდეგოდ

რუსეთის უმაღლესმა ისლამურმა ორგანომ მხარი დაუჭირა რელიგიურ დადგენილებას, რომელიც მუსლიმ კაცებს მრავალცოლიანობის ნებას დართავს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ერთდროულად რამდენიმე რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნას. რუსეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მუსლიმან სასულიერო პირთა საბჭომ 18 დეკემბერს გამოსცა ფატვა, რომელიც ნებას რთავს მუსლიმან კაცებს ერთდროულად ოთხ ქორწინებაში იყვნენ გარკვეული პირობების დაცვით. რუსეთის საოჯახო კოდექსი პირდაპირ კრძალავს იმ […]
“ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს“ – ნუცა ბუზალაძე „იმედის დღეში“

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “გრემის“ ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, დღეს აღნიშნული მიწვევის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “იმედის დღე“ ისაუბრა. გადაცემაში დისტანციურად ჩართვის დროს, ნუცა ბუზალაძე ასევე გამოეხმაურა “ფეისბუკის“ ჯგუფში, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მან „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მისწერა, რომ ნუცა ბუზალაძე აღნიშნულ ღონისძიებაზე […]
ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსსაც – ირაკლი კობახიძე

დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის შეხვდა 20-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს. „ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, […]
კახა კალაძე – აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს – გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში სწორი და მართალი დამოკიდებულება იქნება

აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და ზოგადად, არსებულ პროცესებთან დაკავშირებით მაქსიმალურად ცდილობს, ტრამპს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან მიმართებით „სწორი და მართალი დამოკიდებულება იქნება“. „არაფერი, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ რომ არსებული ადმინისტრაცია კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამდა. იცით, […]
კაია კალასი – ვიღებთ ზომებს, ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი რეპრესიების გამო – ასევე, მაგიდაზეა საქართველოს მიმართ სანქციები და გავაგრძელებთ დამატებითი ზომების განხილვას

დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა ანგარიშვალდებული გავხადოთ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს. „ეს მკაფიო მესიჯს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი ვერ […]
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ვინც ფუნდამენტურ უფლებებს არ იცავს, ვიზალიბერალიზაციით არ უნდა ისარგებლოს – ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას

დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების ჩათვლით, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკკუნენმა განაცხადა. „ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის […]
ვახო და ძალადობა არის, ცა და დედამიწა. მალე, ის კარგი და სამართლიანი კაცი, ბატონი დონალდი, შევა თეთრ სახლში და გადაეხედება ყველაფერს

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დასანქცირებას ეხმიანება. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გომელაური და ძალადობა არის, ცა და დედამიწა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი შევა თეთრ სახლში ყველაფერს გადაეხედება. “თუ ვინმე იცნობს ვახო გომელაურს კარგად, ერთ-ერთი ვარ მე. ვახო ჩემი უახლოესი მეგობარია ათეული წლებია. ეგ არ […]
ლევან მახაშვილი – ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ დესტრუქციას მოაწყობდა, ალენ ბერსეს ვიზიტის დაწყებისას ჩანდა – არ გაგვიკვირდება, თუ მას უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს

ოპოზიცია რომ ამ პროცესის მიმართ ყველანაირ დესტრუქციას მოაწყობდა, ამ ვიზიტის დაწყებისას ჩანდა – სამწუხაროდ, არ გაგვიკვირდება, თუ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შერაცხავენ, როგორც რუსეთის აგენტს და რუსეთუმეს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიალოგთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ალენ ბერსეს ვიზიტით პირველი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, […]
ევროკომისია ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული. „თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნულია პრესრელიზში. […]