“ბაიერნმა” პარკაძე იჯარით ბერლინურ გუნდში გაუშვა

19 წლის შემტევი ლუკა პარკაძე “ბაიერნმა” ამჯერად იჯარით რეგიონული ლიგის ბერლინის “ალტგლინიკეში” კიდევ ორ ფეხბურთელთან – იაკობ მაიერთან და რობერტ დეზიელთან ერთად გაუშვა. პარკაძე სეზონის დაწყების წინ მეორე ბუნდესლიგის “ელვერსბერგში” იმყოფებოდა სინჯებზე, მაგრამ როგორც ჩანს, მისი გუნდში დატოვება არ გადაწყვიტეს. “მოხარული ვართ “ბაიერნის” კიდევ ერთ ტალანტს, ლუკა პარკაძეს მივესალმოთ და მიუნხენურ კლუბს თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით”, […]

2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1667-ს შეადგენს

2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი 1667-ს შეადგენს 2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი), საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე […]

რა შედეგები მოუტანა “არტიტექსს” A’Design Award-ზე გამარჯვებამ?

არქიტექტურული დიზაინის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე A’Design Award გამარჯვებული არქიტექტურული კომპანია „არტიტექსი“-ს თანადამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი, დარეჯან – დადუნა შათაშვილი BM.GE-სთან კონკურსის შედეგებზე საუბრობს.

მოლაპარაკებების მოახლოებასთან ერთად, ღაზაში და დასავლეთ ნაპირზე ბრძოლა გრძელდება

იმ დროს, როდესაც მომლაპარაკებლები ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე დისკუსიების განახლებისთვის ემზადებოდნენ, ღაზაში და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ღამის განმავლობაში ბრძოლები გრძელდებოდა. საერთაშორისო მომლაპარაკებლები შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და ეგვიპტიდან მზად არიან ხუთშაბათს მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად, მაგრამ კვლავ რჩება დაძაბულობის მაღალი დონე. ირანი და მისი მოკავშირეები ისრაელისთვის სამაგიეროს გადახდით იმუქრებიან იმისთვის, რომ […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასი გაიზარდა 2024 წლის 13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82,30 (+ 2,64) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77,83 (+ 2,06) დოლარი/ბარელზე. oilnews.ge

ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის

ხავი „ლევანტესთვის“ ახალი ტალანტების მოსაძებნად საქართველოში ჩამოდის სპორტული გაერთიანება Levante აცხადებს მორიგ ID Talent პროექტს საქართველოში, ქალაქ თბილისში. ამის შესახებ ინფორმაციას Levante ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ მისცეს ახალგაზრდებს უნიკალური შანსი, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის. „აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, Levante არა მხოლოდ ეძებს მომავალ ტალანტებს, არამედ ასევე აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას რომ პირველი მაღალი რანგის […]

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნაზე იურიდიული და ტექნიკური პროცედურები დასრულდა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით იურიდიული და ტექნიკური პროცედურები დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ავრცელებს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დსს “აზერბაიჯანის რკინიგზებისა” და შპს “მარაბდა -კარწახის რკინიგზის” შვილობილი კომპანიების მიერ დაფუძნდა ერთობლივი საწარმო – შპს “ბი თი ქეი აი რეილვეისი”, რომელიც მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას […]

უკრაინა ადასტურებს რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული მოიერიშე თვითვმფრინავი Су-34 გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, გამოცემა “უკრაინსკაია პრავდასა” და სააგენტო როიტერს წყარო უკრაინის უშიშროების სამსახურიდან ეუბნება, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა „მთელი ომის განმავლობაში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უმსხვილესი თავდასხმა განახორციელეს“ ის აკონკრეტებს რომ თავდასხმა მოხდა ვორონეჟის, კურსკის, სავასლეიკას და ბორისოგლებსკის […]

მხოლოდ ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეწირეს

აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. ეს თანხა თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის შემოსავალს. მონაცემები ხელმისაწვდომია ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე. „ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა 8 აგვისტოს მიიღო. ამ დღეს პარტიამ 553 ათასი ლარი მიიღო შემოსავლის სახით. ამავე პერიოდში შემოსავლების მიხედვით მეორე ადგილზეა პარტია […]

თალიბანი ქაბულის აღების მესამე წლისთავს ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე აღნიშნავს

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლის დამყარების მესამე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჰუმანიტარული კრიზისია. თალიბების სამხედრო აღლუმი ქაბულიდან 40 კილომეტრში ბაგრამის აეროდრომზე გაიმართა, იქ სადაც წლების განმავლობაში ამერიკული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. აღლუმს 10 000-მდე კაცი ესწრებოდა, ქალები ღონისძიებაზე არ დაიშვებოდნენ. აღლუმზე სიტყვით უნდა გამოსულიყო თალიბების პრემიერ-მინისტრი მოჰამედ […]