“ახლავე ჩამოგითვლით ჩვენი ჟურნალისტებისთვის წართმეულ ნივთებს – ღირებულება 20 000-ს აღემატება” – წართმეული ნივთების სია

“პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი: შსს-ს განცხადება გაუვრცელებია, პირადი ნივთების წართმევაზე ინფორმაცია ტყუილია, და პოლიციის დისკრედიტაციააო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავითარი სხვა წყარო არ გვჭირდება ინფორმაციის გადასამოწმებლად, ახლავე ჩამოგითვლით აქციის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტებისთვის წართმეულ ნივთებს, რომელიც ცხადია არავის დაუბრუნებია. მთლიანობაში ამ ნივთების ღირებულება 20 000-ს აღემატება. აქვე დავამატებ, რომ კიდევ ორი ტელეფონი წაგვართვეს აქციების […]

პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაიხურა. სესიის დახურვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის რეგლამენტით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ცესკოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის ვადის დინების პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში გაგრძელების თაობაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა […]

თურქეთში ქართული მუქი ფერის თაფლი დიდი ოდენობით გავიდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე მისი დეფიციტი შექმნა – „მეფუტკრეთა ასოციაცია“

ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ღია ფერის თაფლს ანიჭებს, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ამ სახეობის თაფლის რეალიზების პრობლემა დგას. მეფუტკრეებმა პრობლემის მოსაგვარებლად, მუქი ფერის პროდუქცია დიდი ოდენობით თურქეთში გაიტანეს, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი და თაფლზე ფასის მატება გამოიწვია. ,,მეფუტკრეთა ასოციაციის’’ თავმჯდომარე ალეკო პაპავა აცხადებს, რომ ქართული ბაზრისგან განსხვავებით, მუქი ფერის თაფლზე მოთხოვნა თურქეთში გაცილებით მაღალია. ,,თაფლი ძვირდება […]

საბანკო სისტემა იცავდა და დაიცავს აშშ-ს, EU-ს და UK-ს მიერ დაწესებულ სანქციებს – საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, “საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს”. ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის […]

შოლცმა უარყო მასკის განცხადება, რომ “გერმანიის ხსნა” მხოლოდ მემარჯვენე რადიკალურ AfD-ს შეუძლია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პარასკევს უარყო ამერიკელი მეწარმის, ილონ მასკის შეფასება იმის შესახებ, რომ „გერმანიის გადარჩენა“ მხოლოდ რადიკალურ მემარჯვენე პარტიას შეუძლია. ამავე დროს მან დასძინა, რომ „სიტყვის თავისუფლება მილიარდერებზეც ვრცელდება“. 23 თებერვალს გერმანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მას შემდეგ, რაც დაიშალა სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია, რომელსაც შოლცი ედგა სათავეში. ამის მიზეზი იყო დავა ქვეყნის […]

კოსი: ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალადობაზე

ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიაზე. ევროკომისიამ დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ და დამოუკიდებელი მედიისკენ უკვე მიმართა. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შევისწავლით. ევროკავშირი ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია […]

კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

გუშინ კონფერენს ლიგის ბოლო, მეექვსე ტური ჩატარდა და მერვედფინალის საგზური 8 გუნდმა მოიპოვა: “ჩელსიმ”, “გიმარაეშმა”, “სერკლ ბრიუგემ”, “ფიორენტინამ”, “რაპიდმა”, “იურგორდენმა”, “ლუგანომ” და “ლეგიამ”. გუნდები, რომლებიც 6-24 ადგილებზე გავიდნენ, პლეი-ოფში ითამაშებენ. მათ შორის არიან ლაშა დვალის “აპოელი” და გიორგი გოჩოლეიშვილის “კოპენჰაგენი”. დღეს კენჭისყრა გაიმართა. ცელიე – აპოელი კოპენჰაგენი – ჰაიდენჰემი გენტი – ბეტისი ვიკინგური – პანათინაიკოსი […]

ვიდეო: “მე არ დამიბარებიხართ, აცხა…” – კახი კალაძემ ჟურნალისტებს კითხვებზე არ უპასუხა

პროტესტის 22-ე დღეს, თბილისის მერი კახი კალაძე ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობდა. “მთავარის” გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ, მან ტერიტორია დროზე ადრე დატოვა და არც ინტურვია მისცა ჟურნალისტს. “აცხა, მე არ დამიბარებიხართ” – განაცხადა კახი კალაძემ.

„უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ჟურნალისტებზე ძალადობის გამო“ — მედიის თავისუფლების კოალიცია

საერთაშორისო ორგანიზაცია „მედიის თავისუფლების კოალიცია“ [MFC] განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავს ჟურნალისტებზე ძალადობის გამო. „მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პრო-ევროპული საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო. 28 ნოემბრის შემდეგ „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში […]

ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა

ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა. ისინი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებმა მოგზაურობის ხალისი დაკარგეს და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დააბრუნოს. „უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, რაშიც ვცხოვრობდით. […]