მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები

“მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის”- წერს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე – ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, ამ შემთხვევაშიც ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას

ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნაში წარმოდგენილია გარკვეული რეკომენდაციები, რომელზე სამუშაოდაც საქართველო მზად არის. „იხილეთ, როგორი მძიმე რეაქცია […]
ირაკლი კობახიძე ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებაზე – სიმბოლური ნაბიჯია, თუმცა ეს არის ანტი-ქართული და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც უკიდურესად მიუღებელია

ეს არის ანტი-ქართული ნაბიჯი, ეს არის ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, რაც ძალიან დასანანია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს. პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯს არანაირი ეფექტი ექნება და იქ იქნება სიმბოლური ნაბიჯი. „ეს არის ანტი-ქართული ნაბიჯი, ეს არის ქართულ […]
ირაკლი კობახიძე – ეუთო/ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს – ეს არის მთავარი

ეუთო-ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს – ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო კვლევის ის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს. „მე მინდა ასევე გაგაცნოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა. აქ იყო კითხვა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. კითხვა […]
პრემიერი ეუთო/ოდირის დასკვნაზე – მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

მზად ვართ, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით, ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არის სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები. „ნაწილი ეხება კანონმდებლობას, მათ შორის, არის გარკვეული რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, მაგალითად […]
ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად – ცესკო

ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს, – ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. „ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს […]
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთს „გაზის კრიზისი“ ემუქრება, თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტზე ხელშეკრულებას არ გააგრძელებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთს „გაზის კრიზისი“ ემუქრება, თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტზე ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. ფიცომ აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის სამიტზე ისაუბრა. როგორც მედია წერს, ფიცო არ გამორიცხავს, რომ რუსული გაზის ტრანზიტის ნაკლებობის შემთხვევაში, სლოვაკეთს „საპასუხო ზომებზე მოუწიოს ფიქრი“. ამასთან, რობერტ ფიცოს თქმით, საკითხი ასევე განიხილა ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, გერმანიის კანცლერ […]
კონტე: “კვარას” დაბრუნება მნიშვნელოვანია – ნერესი მიხვდა, რომ…

„ჯენოასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უპასუხა: “როდესაც კასტელ ვოლტურნოზე მოვდივარ, მუდამ ბედნიერი ვარ, რადგან ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელებს ვხედავ. ალესანდრო ბონჯორნოს ჟუან ჟეზუში შეცვლის. ის მარცხენა ცენტრალური მცველია, ამირ რაჰმანისთან ერთად ბევრი შეხვედრა ჩაატარა, კარგად ვარჯიშობს, ჩემი ნდობით სარგებლობს და ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ. იქნება თუ არა გენუაში „კვარა“? […]
პრობლემებმა, რომლებიც საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს – ოუენ მერფი

პრობლემებმა, რომლებიც საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს – ოუენ მერფი მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს, – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა. როგორც მან OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშზე საუბრისას […]
გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს – კობახიძე

გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს – კობახიძე ეუთო/ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს, ეს არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს. „მე მინდა, ასევე გაგაცნოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა. […]