შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი თვაური შეცვალა. მამუკა ჯანგულაშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მმართველი პარტია – ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – მისი არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის

ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც მმართველი პარტია განმარტავს, რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული […]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება. „ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, […]

პოლიციამ ქობულეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ერთი პირი გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის […]

შპს „თბილისი ენერჯი“ გაზის გამანაწილებელი პუნქტების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

შპს „თბილისი ენერჯი“ გაზის გამანაწილებელი პუნქტების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შესასყიდი გაზის გამანაწილებელი პუნქტების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. „დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 55-მდე რაკეტა ისროლეს

ლიბანიდან ზემო გალილეასა და გოლანის მაღლობების მიმართულებით დღეს დილით 55-მდე რაკეტა გაისროლეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან დღეს დილით ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა, პირველი შეტევის დროს 40-მდე რაკეტა ისროლეს, ცოტა ხნის შემდეგ კი, კიდევ 15. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი ღია ტერიტორიებზე დაეცა. ამ დროისთვის […]

რეგიონში სტაბილურობა დიდწილად ბაქოს და მოსკოვის ურთიერთობებზეა დამოკიდებული – ალიევი

“სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდწილად ბაქოსა და მოსკოვის მჭიდრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ალიევის განცხადებითვე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები დეტალურად განიხილეს ვიწრო ფორმატში პუტინთან შეხვედრაზე. “წინა წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება დადგა. აზერბაიჯანმა მთლიანად აღადგინა საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი […]

ქართველი ხალხის და მთავრობის გამიჯვნა – ამერიკელი ექსპერტები ვაშინგტონის პოზიციაზე

ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალიან მკაფიო გზავნილი იყო – განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეწყვეტა არ ნიშნავს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე უარის თქმას და რომ ამ ორის ინტერესები ახლა გამიჯნულია

„ქართული ოცნება“ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც მომდევნო ოთხი წლით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს. „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა“, – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში. · პირველი მიზეზი – „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად […]

უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

უკრაინის რამდენიმე ოლქში და დედაქალაქ კიევში დილის ექვს საათამდე გაგრძელდა რუსეთის მორიგი შეტევის გამო დღეს, 20 აგვისტოს შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი პოპკოს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში და დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. პოპკოს თანახმად, მსხვერპლი და ნგრევა არ […]