წინასაახალწლო პერიოდში შოპინგის განწყობა საერთოდ არ არის. გაყიდვები შემცირებულია – ზვიად ციკოლია

სამრეწველო დიზაინერი, ბრენდ „ციკოლიას“ დამფუძნებელი ზვიად ციკოლია აცხადებს, წინასაახალწლო პერიოდში გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. BM.GE-სთან საუბრისას ის განმარტავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობას შოპინგის განწყობა არ არის. „წინასაახალწლო პერიოდია და შოპინგის განწყობა საერთოდ არ არის. გაყიდვები შემცირებულია. ჩვენ გაყიდვებში ყოველწლიური ზრდა გვქონდა, წელს კი შარშანდელთან შედარებით გაყიდვების ზრდა მინიმუმის მინიმუმზეა, მაშინ როდესაც გასულ წლებში ძალიან […]

„დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს… – ეკონომიკაში კრიზისი დაწყებულია“ – კახა ხაზარაძე

„ბატონი კობახიძე თვითონაც მალავს, რომელ ბიზნესს შეხვდა. თუ ამ ქვეყანაში ვინმე გამოსავალს ხედავს, სიამოვნებით მოვუსმენდი…“ – ასე გამოეხმაურა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ შექმნილი პოლიტიკური მოვლენების გამო 20-მდე ბიზნესმენს შეხვდა და დაამშვიდა. „შეიძლება ჩვენ, 2500 კომპანიას, ვინც თავისუფალი ბიზნესის ქვეშ გავერთიანდით, გვაკლია […]

“არ მახსენდება ასეთი კრიტიკული ანგარიში” – ნინო დოლიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

არასამთავრობო ორგანიზაციის, “სამართლიანი არჩევნების” [ISFED] ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა “ძალიან კრიტიკულია” და, რომ მასში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს არჩევნები “თავისუფალი” ან “სამართლიანი” იყო. “მე მართლა არ მახსენდება ასეთი კრიტიკული ანგარიში, ყოველშემთხვევაში, იმ პერიოდიდან, რაც მე არჩევნებზე ვმუშაობ, 2008 წლიდან. შესაძლოა, მანამდე იყო. კრიტიკულში ვგულისხმობ იმას, რომ მართლა 2-3 […]

ეუთო/ოდირი – საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს ხშირმა და ბოლო წუთებში მიღებულმა ცვლილებებმა ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო სტაბილურობას

მთლიანობაში, საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა, ის ზედმეტად რთულია და ინარჩუნებს ხარვეზებსა და შეუსაბამობებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. „უფრო მეტიც, 2020 წლიდან, ჩარჩომ განიცადა 20-ზე მეტი გადახედვა, რამდენიმე მათგანი უკანგადადგმული ნაბიჯით აღინიშნება, მათ შორის ისინი, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე მიიღეს. ასეთმა […]

ეუთო/ოდირი – მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეხდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებზე, არჩევნებზე ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები

კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით ცესკო-მ არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე სრული წვდომა და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და ზრდის შეშფოთებას ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად მოწყობილობების მოწყვლადობასთან და პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ […]

მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო/ოდირის ანგარიში იმას მოწმობს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ვფიქრობ, ეუთო/ოდირის ანგარიში იმას მოწმობს, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის არანაირი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, სიურპრიზი არ არის, რომ დასკვნაში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპოზიციის მხრიდან. ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი იყო, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ და […]

“როიტერი”: აშშ უკრაინას უახლოეს დღეებში დამატებით დახმარებას გამოუყოფს

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში უკრაინისთთვის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ეს დარჩენილი თანხებით ქვეყნისთვის ახალი იარაღის შესაძენად იქნება განკუთვნილი. პაკეტი ასევე მოიცავს საარტილერიო აღჭურვილობასაც. ამ პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის თავდაცვის ინდუსტრიისგან თუ სხვა ქვეყნებისგან იარაღის შესყიდვა ხდება, და არა ამერიკის მარაგებიდან გამოყოფა. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე მათ მოხვედრამდე შესაძლოა […]

ეუთო/ოდირის დასკვნა 26 ოქტომბრის არჩევნების არაღიარებას ნიშნავს – პაპუნა ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთო/ოდირი საბოლოო დასკვნას ეხმიანება, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება. მისი თქმით, 2024 წლის ანგარიშში, არჩევნების არ აღიარებას ნიშნავს რადგან 2020 წლის ანგარიშისგან განსხვავებით წლევანდელ ანგარიშში არ წერია, რომ არჩევნები ძირითადი თავისუფლების დაცვით ჩატარდა. “მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი […]

გერმანიის პრეზიდენტი დეკემბრის ბოლოს გადაწყვეტს დაითხოვოს თუ არა პარლამენტი

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მომავალ კვირას გადაწყვეტს, დაითხოვოს თუ არა ბუნდესტაგი, იტყობინება პარასკევს ევროპული მედია საპრეზიდენტო ოფისზე დაყრდნობით. გადაწყვეტილებას ის სავარაუდოდ 27 დეკემბერს ბელვიუს სასახლეში გამოაცხადებს. შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მან არაერთი კონსულტაცია გამართა ბუნდესტაგის მთავარი საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან. გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, თუ პარლამენტს დაითხოვენ, გერმანიაში არჩევნები დათხოვნის დღიდან 60 დღეში უნდა […]

ლატვიაში შესვლა „ქართული ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს აეკრძალება

ლატვია სავიზო შეზღუდვებს უწესებს „ქართული ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე წერს. „მე შევიყვანე საქართველოს 13 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატა სიაში, რითაც მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალება“, — ნათქვამია მის განცხადებაში.