ბლინკენი: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელი აშშ-ის წინადადებაზე თანახმაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამერიკული „ხიდის შემქმნელი წინადადება“ მიიღო და ახლა ჯერი „ჰამასსზეა“. „ახლა იგივე უნდა გააკეთოს “ჰამასმა“ და შემდეგ, ეგვიპტელი, კატარისა და ამერიკელი შუამავლების დახმარებით, „შეიკრიბონ და პროცესი დაასრულონ“, – განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს. სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია იმის შესახებ, არის […]

21 – 22 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. „დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება“ – ოთარ შამუგია

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის. „სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის […]

„მომავალი ბათუმშია, ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ – Forbes-ი ბათუმზე წერს

„მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა Forbes-ი აქვეყნებს. „შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახან აღიარებული იქნა, როგორც “ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში” ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის დინამიკური განვითარების, მიმზიდველი პირობებისა და მზარდი ტურისტული პოპულარობის წყალობით, ბათუმი რეგიონის ბიზნეს რუკაზე საკვანძო […]

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბაკურიანში ახალგაზრდებს შეხვდნენ

კოალიცია ”ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ბაკურიანში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, პოლიტიკური ერთიანობის ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა გააცნეს და აუხსნეს, თუ რატომ არის საჭირო ოქტომბრის არჩევნებში მათი მონაწილეობის მიღება. „მნიშვნელოვანი იყო მათი ხედვა და ხედვები ქვეყნის განვითარებაზე. ის კითხვები, რაც მათ აინტერესებთ. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, სასამართლო სისტემა, სამართლიანობის თემა. ეს ყველაფერი გვიჩენს იმედს, რომ […]

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ჩხოროწყუს ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ჩხოროწყუს ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ ჩხოროწყუში არის კონტრაბანდისტების „კლანი“, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ერთი ოჯახის ხელში, მაგრამ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებს შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად – ხალხი ადგილზე წყვეტდეს როგორი ჩხოროწყუ სურთ. […]

პუტინის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა

აზერბაიჯანმა “ბრიკსში” (BRICS) გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა, ამის შესახებ გამოცემა Report-ი იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე, აიხან ჰაჯიზადეზე დაყრდნობით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. აზერბაიჯანის მხრიდან განაცხადი გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბაქოში ორდღიანი ვიზიტის მეორე დღეს. BRICS-ი 2006 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მასში შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, […]

ზედმეტი მტკიცებაც არ გვჭირდება, სახელი და გვარებიც მეტყველებს, რომ ეს არის ერთი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“

„ორ თვეში არჩევნებია და ბევრს ვნახავთ ასეთ დაშლებს, გაერთიანებებს, რებრედინგებს, მაგრამ წარსულის რებრედინგს ვერ გააკეთებ და წარსულს ვერ ამოშლი. ზედმეტი მტკიცებაც არ გვჭირდება, სახელი და გვარებიც მეტყველებს, რომ ეს არის ერთი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, მსგავს გადაჯგუფებებს […]

ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს ნაცმოძრაობისგან დისტანცირებულები არიან. სინამდვილეში მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები

ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს ნაცმოძრაობისგან დისტანცირებულები არიან. სინამდვილეში მათ არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, არაერთი განცხადება […]

იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები

იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგები და ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა […]