მეზვრიშვილი: პროკურატურაში დამიბარეს პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე

პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. როგორც ის Facebook-ზე წერს, პროკურატურაში დაიბარეს “შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე”. ის უწყებაში დღეს მივა. “პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ […]

სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ისანში ვიმყოფებით, სადაც ვხედავთ და ვისმენთ, თუ როგორ უჭირს ხალხს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების უფასოდ მიწოდების კამპანია გრძელდება. მათივე ცნობით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, თბილისში ისნის რაიონში, მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები მიაწოდა, მოსახლეობას ადგილზე პროფესიონალი ექიმები დახვდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 26 ოქტომბრიდან მოქალაქეებს დასავლური ჯანდაცვის […]

თინა ბოკუჩავა NDI-ის პრეზიდენტის მიწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მიწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით, დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში ქალთა ფორუმზე ვიმყოფებოდი, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩემთვის პოლიტიკაში ქალთა გაძლიერება, ისევე როგორც ეკონომიკაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს […]

მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ცენტრის ინფრასტრუქტურა და შენობა. მათივე ცნობით, მინისტრი, სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა. დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ სარჯველაძეს, პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ შეიცვალა ცენტრი, ბოლო […]

ნორვეგიამ ივლისში ბუნებრივი აირის მოპოვება გაზარდა

ნორვეგიის ოფშორული დირექტორატის (NOD) წინასწარი მონაცემებით, ივლისში, ნორვეგიაში ბუნებრივი აირის მოპოვება 10,8%-ით, წლიურ გამოხატულებაში 11,16 მილიარდი კუბურ მეტრამდე გაიზარდა. დაზუსტებული გათვლებით, ივნისში წარმოების მოცულობამ 10,37 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ანუ გასულ თვეში 7,6%-ით გაიზარდა. NOD–ი ივნისის წარმოებას 9,9 მილიარდ კუბურ მეტრამდე პროგნოზირებდა. წყარო: interfax

„შესაძლოა, მტკივნეული იყოს ექსპორტიორებისთვის“ – თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია ახალ რეგულაციებზე

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ 2023 წელს განხორციელებული აუდიტის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №185 დადგენილებას დაემატა „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქარდავამ განაცხადა, რეგულაციების დიდი ნაწილი, […]

დღეს ღირსი ექვთიმეს, გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარის ხსენების დღეა

წმიდა ექვთიმე იყო გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას „მრავალღვაწლმშრომელად“ მოიხსენიებს. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილნი… მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა […]

ილია იაშინმა უარი თქვა გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარზე

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დასავლეთს და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად კოლონიიდან გათავისუფლებულმა ილია იაშინმა უარი თქვა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შეთავაზებაზე. ამის შესახებ თავად იაშინმა განუცხადა სააგენტო Bloomberg-ს. გერმანიის მთავრობაში სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრეს. ილია იაშინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემთხვევაში რუსეთში ვეღარ ჩავიდოდა. ყოფილი პოლიტპატიმარი აპირებს გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღოს. იაშინი […]

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებს ჯერი კონოლსა და გრეგორი მიქსს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებს ჯერი კონოლსა და გრეგორი მიქსს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენებთან 26 ოქტომბრის არჩევნებსა და აშშ-თან ურთიერთობების აღდგენის საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრა გრძელდება. შევხვდით კონგრესმენ […]

ირაკლი ნადირაძე – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირა – ხალხს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ევროპული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება გაუძვირა, მათ ექიმთან მისვლაც არ შეუძლიათ. ხალხს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ევროპული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი აქციები, როგორიც ელიას უბანში ჩატარდა, მოსახლეობისთვის დიდი შვებაა. „ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფულად […]