შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე – ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით

ეს მაჩვენებლები კარგად წარმოაჩენს იმ ძირითად მიზეზს, რატომაც ბოლო 12 წლის ყველა ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი „ქართულ ოცნებას”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც საქართველოში უმუშევრობის დონის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემცირების შესახებ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი განახევრებულია […]

ალენ დელონს შაბათს, საკუთარ მამულში დაკრძალავენ

ალენ დელონს შაბათს დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მღვდელზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ფრანგი მსახიობის დაკრძალვის ცერემონიას უხელმძღვანელებს. საფრანგეთის ქალაქ გაპის ყოფილმა ეპისკოპოსმა, ჟან-მიშელ დი ფალკომ განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება მას მსახიობმა თავად სთხოვა. ფრანგული ტელეარხების CNews-სა და BFMTV-ის ცნობით, ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაიმართება და მას დუში-მონკორბონში […]

ლაშა კომახიძე – აუდიტის 2023 წლის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ქობულეთის მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას

აუდიტის 2023 წლის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ქობულეთის მერია ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების აღკვეთას, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ქმედუუნაროა, მაგრამ ამის მიუხედავად, მერის ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს ის 6 000 ლარზე მეტს შეადგენს, – ამის შესახებ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლაშა კომახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველ […]

“ხელი შეუწყვიათ იმისათვის, რომ დაეკავებინათ” – ოდიშარია დე ფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავებაზე

სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია დეფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავებას. ოდიშარია ძმები ჭითანავების საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის გადმოცემას ითხოვს და ამბობს, რომ მათ პასუხი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე არ უნდა აგონ. თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს […]

,,სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ბექა ოდიშარიას განცხადებას სოციალურ ქაელში პასუხობს: ,,სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!! საერთოდ უდანაშაულოობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უსაპელაციოდ იზიარებდე … ეს როგორც სჩანს ოცნებისმიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა … რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!”

ოდიშარია ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავებაში საქართველოს 2 მოქალაქის ბრალეულობასაც ხედავს

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს. ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით დააკავა. ბექა ოდიშარიას აზრით, ამ ადამიანებმა “ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ”. […]

ვახტანგ ძაბირაძე – თუ ჩვენ დღეს გავემიჯნებით დასავლეთს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი რომ დადგება, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხს არავინ დააყენებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, „ქართულმა ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით. ამ განცხადებაში რამდენიმე საკითხია, მაგალითად „ნაციონალების“ გასამართლების, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების“ თემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. გასაგებია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ გაკეთებული განცხადებები არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ, ზოგადად, თქვენზე რა შთაბეჭდილება […]

ლევან ხაბეიშვილი – 26 ოქტომბერს ხალხი, იმ ძალადობას აკრძალავს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის

26 ოქტომბერს ხალხი, იმ ძალადობას აკრძალავს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ჩადის – მმართველობის სტილის არის რუსული, ივანიშვილს ჰგონია, რომ თუ დაჩაგრავს ადამიანებს, ამით ძალაუფლებას შემოიმტკიცებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. „26 ოქტომბერს ხალხი აკრძალავს, იმ ძალადობას და […]

,,რომელი ტვ-ი უფრო პატრონ-პროპაგანდისტია?“ – გიორგი გუგავას გამოკითხვა

ლეიბორისტული პარტიის წევრი, გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს: ,,რომელი ტვ-ი უფრო პატრონ-პროპაგანდისტია? 1. ტვ იმედი -ბიძინვიზია; 2 ტვ პირველი-ხაზარვიზია; 3. ტვ მთავარი -გვარამვიზია.”

უკრაინის პარლამენტმა მოახდინა რომის წესდების, ICC-ის ფუძემდებლური ხელშეკრულების, რატიფიცირება

უკრაინის პარლამენტმა 21 აგვისტოს მოახდინა რატიფიცირება რომის წესდებისა, რომელიც არის ფუძემდებლური ხელშეკრულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) – აცხადებენ პარლამენტარები იაროსლავ ჟელეზნიაკი და ოლექსი ჰონჩარენკო. მათი თქმით, რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 281-მა დეპუტატმა. უკრაინამ რომის წესდებას ხელი 2000 წლის იანვარში მოაწერა, თუმცა ის რატიფიცირებული არ ჰქონდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს 15 აგვისტოს მიმართა რატიფიკაციის […]