საკონსტიტუციოში „აგენტების კანონის“ განხილვა, სავარაუდოდ, 29 აგვისტოს დაიწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შესული სარჩელების განხილვა თვის ბოლოს, 29 აგვისტოს, დაიწყება. აღნიშნული ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” მიაწოდა წყარომ საკონსტიტუციო სასამართლოდან. თუმცა, სასამართლოს პრესსამსახურში ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ოთხი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა, ასევე – პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. […]

არის უსაფრთხოების მომატებული რისკები – კობახიძე ივანიშვილის დაჯავშნილ ტრიბუნაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 21 აგვისტოს, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას უსაფრთხოების ზომები “მომატებული რისკების” გამო გააძლიერეს. ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ასევე დაამატა, რომ “კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი”. “თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის, […]

რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად

რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რომელმაც უკვე მოგვცა საშუალება, გაგვეუმჯობესებინა ქვეყანაში სოციალური პირობები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს […]

ირაკლი კობახიძე – სარჩელს სამართლებრივი კუთხით პერსპექტივა არ ექნება – მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია

სარჩელს სამართლებრივი კუთხით არანაირი პერსპექტივა არ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა თავისი სარჩელით აღიარა იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც „კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა“. „ამ ყველაფერში […]

ოლაფ შოლცი – უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა

უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან ერთად კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შოლცმა განმარტა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეჭრასთან დაკავშირებით უკრაინას გერმანიასთან კონსულტაციები არ გაუვლია, და აღნიშნა, რომ ბერლინი ყურადღებით დააკვირდება შეჭრასთან დაკავშირებით შემდგომ გამოვლენებას. “უკრაინამ კურსკის ოლქში […]

კახა კალაძე – მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ! – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ! – ეს არის ჩვენი დამოკიდებულებადა მიდგომები, თუ როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართველისთვის სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მართლმადიდებლობის დაცვასთან არის გაიგივებული. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება“. „მოგესალმებით, […]

არჩილ თალაკვაძე – ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებულია – მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს მშვიდობასა და ომს შორის, სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის, ფსევდო ლიბერალიზმს, სიძულვილსა და ღირსებას შორის

ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ მცხეთაში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის აკეთებენ არჩევანს, არამედ ომსა და მშვიდობას შორის. „ეს არჩევნები, თავისი მნიშვნელობით, არის განსაკუთრებული, ვინაიდან არა მხოლოდ ახალ პარლამენტს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი საზოგადოება ახლა აკეთებს […]

პრემიერი ოკუპირებულ რაიონებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე – როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება

როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ რაიონებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული. „სადაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა […]

,, კაცო, კობახიძეს არ უპირებდა მოკვლას ომის პარტია? ეგეც შეგეფარებინა იმ შენი შუშის ტყვიაგაუმტარ კედელს მიღმა” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,რეჟისორი ძალიან ეცადა კადრში არ გამოჩენილიყო, მაგრამ ივანიშვილის შუშის ვოლიერი მაინც გამოჩნდა პუტინის ოცნების შეკრებაზე. კაცო, კობახიძეს არ უპირებდა მოკვლას ომის პარტია? ეგეც შეგეფარებინა იმ შენი შუშის ტყვიაგაუმტარ კედელს მიღმა, რომ მიაგდე სცენაზე შიშვლად. შენი მოგებული არჩევნები და შენი დამყარებული დიქტატურა არ გაიშვას, კურდღელო😅” ფოტო – ,,ტვპირველი”

ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ

ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ […]