22 აგვისტოს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, ღულელები, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს – დუშეთში მწითურის, სააკაძის, ჯაბუშანურის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე […]

ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი, ფლაგმანი Abraham Lincoln-ი ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი ავიამზიდი Abraham Lincoln-ი უკვე რეგიონშია. ინფორმაცია დღეს, 22 აგვისტოს გაავრცელა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ. ახლო აღმოსავლეთი ამ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაშია. ვაშინგტონმა რეგიონში თავისი სამხედრო ძალების გაზრდა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის და ისრაელისადმი ირანის მუქარის გამო გადაწყვიტა. ავიამზიდი Abraham Lincoln-ი აღჭურვილია ავიაგამანადგურებლებით F-35C და F/A-18 Block III. ფლაგმან […]

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდეს, – მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები 27 აგვისტოდან ამოქმედდება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი ევროკავშირმა 24 ივნისს დაამტკიცა. ის მოიცავს ზომებს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ და ასევე […]

მედია – რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში აეროდრომზე დრონით თავდასხმა მოხდა და ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კალაჩ-ნა-დონიში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც, სავარაუდოდ, დრონით თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის ოპერაციებისგან იყო გამოწვეული, ამის შემდეგ კი ობიექტს ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, სულ მცირე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „ტელეგრამ“ არხი Baza-ს იუწყება, რომ ერთ-ერთი დრონი აეროდრომიდან რამდენიმე კილომეტრში […]

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთში 3 სამხედრო ობიექტს შეუტიეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით 21 აგვისტოს განხორციელებული შეტევის სამიზნეები იყო რადიოკავშირის ცენტრი, აეროპორტი და საავიაციო ბაზა. ბუდანოვმა გამოცემა The War Zone-ს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს მოსკოვის აეროპორტ „ოსტაფიევოს“, როსტოვის ოლქში მდებარე ავიაბაზა „მილეროვოს“ და რადიოკავშირის ცენტრს, რომლის ადგილმდებარეობა ბუდანოვს არ დაუკონკრეტებია. უკრაინის სამხედრო დაზვერვის […]

ბილ კლინტონი – დონალდ ტრამპი არის “მე, მე, მე” და კამალა ჰარისი იქნება “თქვენ, თქვენ, თქვენ”

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ამერიკა ნოემბერში მკაფიო არჩევანის წინაშე დადგება. “როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი, ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის „მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში გრძელდება, ნაბიჯები იდგმება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება და უკრაინა იქ გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებს. ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა რეალურად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები თითოეული პაკეტისთვის, ყველა ჩვენი შეთანხმებისთვის. ეს არის ფუნდამენტური თავდაცვისთვის. ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში – ჩვენი საბრძოლო მუშაობა გრძელდება, […]

კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებით რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, იმ სამიზნეებს შორის, რომელსაც უკრაინამ 21 აგვისტოს ღამით რუსეთის ტერიტორიაზე შეუტია, იყო რადიოკავშირის ცენტრი, აეროპორტი და საჰაერო ბაზა. ”ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია დრონების გამოყენებით,” – აღნიშნა ბუდანოვმა The War Zone-სთვის მიცემულ კომენტარში. მისი თქმით, რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრზე თავდასხმის გარდა, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით […]

უკრაინა – საქართველო. ცნობილი გახდა რომელ სტადიონზე ჩატარდება მატჩი

ცნობილი გახდა, რომ 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის BI ჯგუფის მესამე ტურში, უკრაინის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს პოლონეთის ქალაქ პოზნანის “ენეა სტადიონზე” უმასპინძლებს. “ენეა სტადიონი” 43 269 მაყურებელს იტევს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. უკრაინის ნაკრები ჩეხეთს პოლონეთის ქალაქ ვროცლავის “ტარჩინსკი” არენაზე”, “ალბანეთს კი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, “ეპეტ არენაზე” მიიღებს.