,, პირველი ფოტო ომის კადრია,მეორე მშვიდობის და რაც მთავარია,საკუთარ პარტიულ აქტივს ელაპარაკება მინის ზღუდედან” – ეკა ხერხეულიძე

ნაცმოძრაობის წერვი, ეკა ხერხეულიძე ფოტოებს აქვეყნებს და წერს: ,,ქოცო, დაფიქრდი,რამდენჯერ გსმენია-“მფორთხავი მთავარსარდალი”… აი,პირველ ფოტოზე გორის დაბომბვის დროს,პრეზიდენტი სააკაშვილი კუშნერთან ერთად იმყოფება ცხელ წერტილში და ქალაქის დაბომბვის დროს დაცვა ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.ვიდეოც გექნებათ ნანახი,(უკაცრავად უცენზურონისთვის,მაგრამ ფაქტს შეგახსენებთ)პრეზიდენტი სააკაშვი დაცვას უყვირის-“თავზე რას მახტებით,თქვე ჩემისებო”.. აი,მეორე ფოტოზე ,ხედავთ უღრუბლო ცის ქვეშ ტყვიაგაუმტარ გამჭვირვალე შუშას ამოფარებულ თქვენს “მშვიდობის გარანტს”.. […]
,, ალიევიც დიდი ცდუნების წინაშეა” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: ,,ომს აქვს ერთი კანონზომიერება, მას დიდი მოთხოვნები აქვს და ხშირად უმნიშვნელო პროდუქტიც კი შეიძლება სტრატეგიული გახდეს. როგორც წესი, მეომარი ქვეყანა, ან თავის ბუნებრივი სიმდიდრეების გაყიდვას იწყებს ჩალის ფასად, ან საგანძურს ხსნის და წლების განმავლობაში დაგროვილ სიმდიდრეს ცვლის მისთვის საჭირო პროდუქციაში ან კრედიტს იღებს მაღალ პროცენტში და თანაც მნიშვნელოვან შეღავათებს ან ესკლიზიურ […]
„თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? თქვენს საქმეს მიხედეთ“ – კახა კალაძე ჟურნალისტს

„თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი ისეთ მდგომარეობაში ხართ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ სად შეიძინა და რა ღირს ავტომობილი, რომლის ფოტოც მან „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა და საზოგადოების მხრიდან მღელვარება მოჰყვა. კალაძემ ჟურნალისტს „ბრიყვი“ უწოდა და მიუთითა, რომ საკუთარი საქმისთვის მიეხედა. „არ აგიხსნით, სად იმყოფებით. ნიკა გვარამია […]
მთავრობამ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე გაათავისუფლა

საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა. ზურაბ პატარიძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება. ვრცლად bm.ge–ზე
ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია

ბაზისბანკი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 99-ე სეზონს, საერთაშორისო პროექტების წარმდგენის სტატუსით უერთდება. ახალი თეატრის ახალ, საერთაშორისო თეატრალურ სეზონზე, ბაზისბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების, სცენოგრაფების, კომპოზიტორებისა და მხატვრების კოლაბორაციას ახალი თეატრის დასთან ერთად იხილავს მაყურებელი. აღნიშნული გამოცდილება ახალი გამოწვევა იქნება მაყურებლისთვის და მეტად მრავალფეროვანს გახდის ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. ბაზისბანკი და ახალი თეატრი პირველ საერთაშორისო […]
ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან 7 თვეში ₾41.6 მილიონი შევიდა

2024 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 41.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. ბიუჯეტის მიერ მიღებული სააქციზო შემოსავლები ასეთია: ადგილობრივი წარმოების ლუდზე – 36.4 მილიონი ლარის აქციზი; იმპორტირებულ ლუდზე – 5.2 მილიონი ლარის აქციზი. ცნობისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ლუდის აქციზი მასში […]
ჩილველი შესაძლოა, პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გრანდში გადავიდეს

Talksport-ის ინფორმაციით, “ჩელსის” მცველი ბენ ჩილველი შესაძლოა, პრემიერ ლიგის კიდევ ერთ გრანდში გადავიდეს და “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებს შეუერთდეს. ლონდონელების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ინგლისელ უკანახაზელს უკვე უთხრა, რომ ახალი გუნდი მოძებნოს, “წითელ ეშმაკებს” კი დაცვის ფლანგზე ტაირელ მალასიასა და ლუკ შოუს ტრავმების გამო მუდმივი პრობლემები აქვთ. ჩილველის სატრანსფერო ღირებულებად 28 მილიონი ევრო სახელდება. ის […]
კობახიძე განმარტავს, რატომ სარგებლობდა ტყვიაგაუმტარი შუშით მხოლოდ ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა 21 აგვისტოს შეხვედრაზე ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარი ფასადის მიღმა მოთავსებული ტრიბუნიდან „ოცნების“ სხვა ლიდერებისგან განსხვავებით. კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყანაში „მშვიდობის მთავარი გარანტია“ და მის მიმართ უსაფრთხოების მომეტებული რისკები არსებობს. კობახიძე კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა ყველაფერზეა წამსვლელი“, რის გამოც საჭირო გახდა უსაფრთხოების დამატებითი […]
დონალდ ტრამპი ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს „მე“, კამალა ჰარისის ყოველი დღე კი დაიწყება სიტყვით „თქვენ“ – ბილ კლინტონი

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, „მე, მე, მე“, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი ხალხზე ფიქრობს და ხშირად ამბობს: „თქვენ, თქვენ, თქვენ“. კლინტონმა კამალა ჰარისი შეაქო და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხოლოდ […]
მთავრობამ აზერბაიჯანში სქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გაათავისუფლა

საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება. ზურაბ პატარაძე 2016-2018 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მისი სრული სამსახურებრივი ბიოგრაფია კი ასეთია: 08/2018 – დღემდე […]