სახალხო დამცველი “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. კომპანიის შენობის წინ გამართულ შეხვედრაზე მათ ომბუდსმენს თავიანთი სამუშაო პირობები და პროტესტის მოთხოვნები გააცნეს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მიმართვამდე, პროტესტის დაწყების პირველი დღიდან, ომბუდსმენის აპარატმა თავისი ინიციატივით დაიწყო დასაქმებულების საკითხის შესწავლა. “რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას, ჩართულიყო ამ საკითხის მოგვარებაში, […]

ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრებიან – პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის 11 გამარჯვებული ეკონომიკის ბანაკში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო, ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 1-4 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება. „საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად 5 მოსწავლე შეირჩა. საბერძნეთში გამართულ ფინალურ ტურში საქართველოს წარადგენენ – ანი გვარამაძე, ანა მაისურაძე, თედო კილაძე, გიორგი პეტუაშვილი, მირიან ფაიქიძე. პირველად, […]

ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა

ფრანგულმა საბრძოლო ხომალდმა წითელ ზღვაში 29 მეზღვაური გადაარჩინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, ტანკერს, რომელზედაც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, თავს, სავარაუდოდ, „ჰუსიტები“ დრონის გამოყენებით დაესხნენ. ტანკერი Sounion-ის ეკიპაჟი რუსი და ფილიპინელი მეზღვაურებისგან შედგებოდა. „ჰუსიტებს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

ირაკლი ქადაგიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელზე – კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კართან მივიდნენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვერდიქტი ექნება

კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კართან მივიდნენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვერდიქტი ექნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და სალომე ზურაბიშვილის “დაუმორჩილებლობის მთელი ციკლი” სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევისკენ იყო მიმართული. “როცა საუბარია, თუ რა […]

მთავრობის განკარგულებით, ორ კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

მთავრობის განკარგულებით, „მაროს ფერმასა“ და „რაჭის მესაქონლეობას“, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, „მაროს ფერმა“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარეობს. კომპანია რძის ნაწარმს (ხაჭს, კარაქს, არაჟანს, მაწონს, ნადუღს, ხორცის კონსერვს) აწარმოებს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „მაროს ფერმა“ მიმდინარე წლის 1 თებერვალს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის […]

საქართველოს ბანკის გადახდების მენეჯერი ბიზნესისთვის – პლატფორმა, სადაც შეგიძლია მოითხოვო და მართო გადახდები

ბიზნესის წარმატების საფუძველი შემოსავლების სწორ მართვაშია. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე მეწარმე ხარ, საშუალო თუ დიდ ბიზნესს ფლობ, გადახდების მიღება და მისი სწორი მენეჯმენტი ყველა შემთხვევაში შენს პრიორიტეტებს შორის იქნება. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, იმისათვის, რომ გაყიდული პროდუქტების საფასური დროულად აღრიცხო და მეორე მხრივ, დანახარჯებიც ისე აკონტროლო, რომ ყველა რისკი მინიმუმამდე დაიყვანო. ეს ყველაფერი ქართულ რეალობაში […]

წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ბაგებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ხიდიდან ბაგებისკენ მიმავალი გზა, დოლიძის ქუჩამდე, უკვე ქვედა ფენებშია მოქცეული. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, მისი განახლება და […]

„ივლისში რუსეთიდან საშუალო გზავნილის მოცულობამ 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია“

ივლისში რუსეთიდან საშუალო გზავნილის მოცულობამ 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ეკონომიკის ზრდის ინდიკატორები აგვისტოშიც ძლიერია. „თიბისის ოპერატიული მონაცემებით, წინა თვეების მსგავსი, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობა აგვისტოშიც ნარჩუნდება, რაც ჩვენს წლიურ 7.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით უფრო მეტ ზრდაზე მიუთითებს. ფაქტორების კუთხით კი, […]

რელიგიის სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქციები გამართეს

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ ორი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას კასპის რაიონის სოფელ თელიანში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება -10 ფუთა ტანსაცმელი და 300 კგ ბრინჯი […]

ოთარ შამუგია – მაღალი ხარისხის თხილზე მოთხოვნა დიდია და ფასიც, შესაბამისად, მაღალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კომპანიის „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ერთდროულად 1.000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. შეხვედრაზე მეთხილე ფერმერებმა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, […]