ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. „ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება, რადგან უკრაინა ევროპაა. თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. თქვენს გვერდით პირველივე დღიდან ვდგავართ და ამას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენს მეგობრებს საამაყო დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი […]
ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა – სოფელ გლოლასთან გადაადგილება შეზღუდულია

ონის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი ხიდის ნაწილობრივ დააზიანა, რის შედეგადაც სოფელ გლოლასთან გადაადგილება დროებით შეზღუდულია. ონის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ამ დროისათვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დილიდან დაიწყო ტექნიკის მობილიზება და ამ დროისთვის მიმდინარეობს პრევენციული […]
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 21 აგვისტოს ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთზეა ჩასატარებელი. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში შედის: მოსამზადებელი სამუშაოები; ბაზის მოწყობა სამშენებლო მოედანზე; მიწის ვაკისის მოწყობა; რკინაბეტონის ღარის მოწყობა; რკინაბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული სახიდე გადასასვლელების შეკეთება; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; გზის კუთვნილება და მოწყობილობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 940 […]
კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ეს უზენაესი კანონი იცავს და არეგულირებს მთლიანად საზოგადოების, მისი თითოეული წევრის სამართლებრივ უფლებებს, ადგენს ფუნდამენტურ ნორმებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა […]
ჩეხეთში სვიის კრეფის სეზონი დაიწყო

ლუდის მოყვარულთათვის ახლა განსაკუთრებული პერიოდია. ჩეხეთში გაიხსნა სვიის კრეფის სეზონი, რომელიც 2 კვირა გაგრძელდება. ჩეხეთის რესპუბლიკა სვიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა, სადაც მოსავლის 60-80 პროცენტი ექსპორტზე, ძირითადად ჩინეთსა და იაპონიაში გადის. აქ ყველაზე გემრიელი და არომატული სვია მოდის. კოვიდის პანდემიის შემდეგ შემცირდა ლუდის წარმოება, შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა პრემიუმ ხარისხის ლუდებზე, რომლებსაც სვიის მაღალი შემცველობა […]
უკრაინელო მეგობრებო, ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი თავის მილოცვაში უკრაინას ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას უსურვებს. “ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და […]
პეკინი იმპორტირებულ ევროპულ რძის პროდუქტებზე გამოძიებას იწყებს

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტებთან მიმართებით გამოძიება. ევროკავშირი ჩინეთში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების რძის პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ბრიუსელსა და პეკინს შორის სავაჭრო დაპირისპირების ესკალაციის ნიშანია. „არსებობს ევროპული ეკონომიკის ოკუპაციის ჩინური სტრატეგია, რა დროსაც იყენებენ ჩვენი ექსპორტის ძლიერ მხარეს – საკვებს, სოფლის მეურნეობა…მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ […]
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბალატონის ტბაზე ხუთდღიანი ბანაკი მოეწყო შშმ ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო ბანაკის მიზანია ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაერთიანება, რათა აჩვენონ ახალგაზრდებს, რამდენად რთულია მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში ჯდომა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მალტის ორდენის უნგრეთის საქველმოქმედო სამსახური კიდევ ერთხელ აწყობს ხუთდღიან ბანაკს ბალატონის ტბაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის. 105 ახალგაზრდას მუდამ თან ახლავს მოხალისე, რომელთან ერთადაც სიამოვნებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში. „ჩვენთვის ბალატონის ტბა ერთგვარი […]
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა თანამოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს. როგორც მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. „ძვირფასო თანამოქალაქენო, ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, ყველას გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს! 29 […]
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პოლიტიკური გაერთიანების განცხადებით, „უკრაინის გამარჯვება მსოფლიოში მშვიდობის და პროგრესის გამარჯვება იქნება და ეს დღეც მალე დადგება!“ „დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღის მნიშვნელობა განუზომლად დიდია ქვეყნისათვის, რომელიც ვერ გატეხეს და ვერ დაამარცხეს, რომელიც მზადაა იბრძოლოს და გაიმარჯვოს! უკრაინის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, უკრაინელი და ქართველი ხალხი იბრძვის მხარდამხარ, […]