ვინც ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, ამას არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან
ვინც ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, ამას არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, დემოკრატიასთან და არც ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემასთან ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება,” – ამის […]
ეროვნული ლიგა. XXII ტური. “იბერია 1999” – “დინამო” (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურში “იბერია 1999” თბილისის “დინამოს” მასპინძლობს.
ამბროლაურში მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი დაესწრო

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურში მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრას პარტიის საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. მას ტრიბუნიდან მიესალმა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. ცოტნე ივანიშვილს მიესალმა შეკრებილი საზოგადოებაც. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალურმა […]
ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს – ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია

„ქართული ოცნება“ ქართველმა ხალხმა უკვე სამი ვადით აირჩია, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში კი პოლიტიკური ძალები გარკვეული პერიოდულობით უნდა ანაცვლებდნენ ერთმანეთს. ეს დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, როცა „ქართულ ოცნებას“ ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდება. […]
European Sleeper-ი ახალ სარკინიგზო ხაზს ამატებს, რომელიც ევროპის 9 ქალაქს გაივლის – რა ვიცით მარშრუტზე?

სარკინიგზო კომპანია European Sleeper-ი 2025 წლიდან ახალ მარშრუტს იწყებს, რომელიც კვირაში 2-ჯერ შესრულდება, 15 საათს გაგრძელდება და ევროპის 9 ქალაქს გაივლის. მატარებელი ევროპას ჩრდილოეთის ზღვიდან ადრიატიკამდე გადაკვეთს. კომპანიის ინფორმაციით, მარშრუტი ევროპაში დაგეგმილ ზამთრის სპორტულ ღონისძიებებზეა მორგებული და 22 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. European Sleeper-ის თანახმად, ახალი მარშრუტი გაზრდილი მოთხოვნისა და იდენტური მარშრუტების სიმწირის გამო […]
გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მაცხოვრებელი ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს

გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მაცხოვრებელი ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით ემოციურია მშობლიურ კუთხეში – რაჭაში სიტყვით გამოსვლა. მისივე […]
ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება

ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, 2012 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. მანვე აღნიშნა, რომ ამ […]
არჩევანი მარტივი გასაკეთებელია – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება

12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. ივანიშვილის თქმით, ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები […]
მამუკა მდინარაძე – უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ

2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არის […]
შალვა პაპუაშვილი – ცოტა მიკვირს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან – პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ, ასევე მოლდოვამ – ეს სამართლებრივი პროცესის ნაწილია

ცოტა მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან – ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები ფრთხილად იყვნენ აქ, არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, დემოკრატიულ პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და იდეოლოგია გასამართლდეს საქართველოში. „შეგახსენებთ, საქმეს „ოჩიგავა საქართველოს“ წინააღმდეგ, […]