,,ჯერ ხომ დავით გარეჯის თემით სპეკულირებდნენ, ახლა ერეკლეს სახელს გადასწვდნენ“ – ზურაბ ბატიაშვილი

ირაკლი კობახიძის განცხადებას ერეკლე მეორის ძეგლის დადგმასთან დაკავშკრებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი: ,,ჯერ ხომ დავით გარეჯის თემით სპეკულირებდნენ (და იგივე ალიევთან შეხვედრებზე ვნახეთ, რომ ეს თემა არც კი უხსენებიათ) რუსქოცები. ახლა ერეკლეს სახელს გადასწვდნენ. მაგრამ ეს სპეკულაცია არ გამოვა რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო: ✅ ერეკლეს მიმართ ჩვენი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, იგი ფეოდალი იყო […]

,, ამას და მერე ვიღაცეები კითხულობენ, აბა სხვას ვის მივცეთ ხმა, უკეთესი მანახეთ ოპოზიციაშიო” – დავით ზურაბიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი: ,,პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (ანუ 113 დეპუტატი 150-დან) თუ არ გვეყოლა, ბიჭი კაცად აღარ გაიზრდება ოჯახში და გოგო ქალადო, ოცნებამ. აბსოლუტურად სერიოზულად გვეუბნებიან ამას და მერე ვიღაცეები კითხულობენ, აბა სხვას ვის მივცეთ ხმა, უკეთესი მანახეთ ოპოზიციაშიო.”

“პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს” – Telegram-ი განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელ Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით, კომპანია თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ Telegram-ის საოპერაციო პოლიტიკა ევროკავშირის კანონებთან თანხვედრაშია. “Telegram-ი ემორჩილება ევროკავშირის კანონებს, მათ შორის ციფრული სერვისების აქტს – მისი მოდერაცია ინდუსტრიის სტანდარტებთანაა თანხვედრაში და მუდმივად უმჯობესდება. გლობალურად თითქმის მილიარდი ადამიანი იყენებს Telegram-ს კომუნიკაციისთვის, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროს”, – ნათქვამია განცხადებაში. […]

ბექა ოდიშარია – საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული „ქართული ოცნების“ პროქართულ იდეოლოგიასთან

თუ შეთქმულების თეორიაა, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას, საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ იდეოლოგიასთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა, ემთხვევა […]

რომან გოცირიძე – რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვა – ძალიან ღელავს, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება

რუსეთი ღიად ერთვება საარჩევნო პროცესში, მაგრამ არაფერი გამოუვა – ძალიან ღელავს, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციით იცვლება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. გოცირიძის თქმით, რუსეთი იგივე პოლიტიკურ- პროპაგანდულ თეზისებს იმეორებს, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს ევროპასთან დაკავშირებით. “რუსეთი ერევა ყველა […]

ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია მოახდინა – უკრაინის საგარეო

ბელარუსის არმიამ, წვრთნების ჩატარების “საფარ ქვეშ”, მნიშვნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია ბელარუს-უკრაინის საზღვარზე მოახდინა. კრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ გომელის ოლქში იარაღი, სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემებია გადატანილი. უკრაინული მხარის ცნობით, ადგილზე “ვაგნერის” მებრძოლების ყოფნაც დააფიქსირეს. წვრთნების ჩატარება სასაზღვრო ზონაში და ატომურ ელექტროსადგურთან, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან […]

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბნიდან და მელაანიდან, გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაიყვანა. უკვე 20 დღეა თავშესაფარში კარანტინი გამოვაცხადეთ. დაფიქსირებულია ცოფის შემთხვევები და ამიტომ 30 აგვისტომდე ჩვენ დაკეტილები ვიქნებით. ოჯახები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა პრობლემაა, რომ უკვე 14 ძაღლი მოკვდა და საჭიროა დაკვირვება გაგრძელდეს. თუ […]

,, მაგათი მომზადებული რევოლუცია არ გაიშვა” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: ,,ამერიკელებმა 2012-ში რუსულ კონტ-რევოლუციას აუნთეს მწვანე შუქი. ამერიკელებს დღემდე არ დაუსანქცირებიათ ივანიშვილი. ყველაზე უარესი – ამერიკელებმა მტრისა და მოყვრის გარჩევა არ იციან: მტერს ელაქუცებიან და მეგობრებს არ უსმენენ. ნეტა მართლა ამზადებდნენ რამეს, მაგათი მომზადებული რევოლუცია არ გაიშვა. **************** “რუსეთის საგარეო დაზვერვის (SVR-ის) ინფორმაციით, ამერიკელები საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებენ. ამისათვის ქართული […]

პორტუგალიაში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

26 აგვისტოს დილით, პორტუგალიაში ბევრი ადამიანი გააღვიძა ძლიერმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე იყო. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ Publico იტყობინება. ბიძგები დილის 5:11 წუთზე მოხდა, ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე მდებარეობდა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან და დედაქალაქ ლისაბონიდან 60 კილომეტრში.

„განცხადებების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება“ – კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა მიმართვიანობის შესახებ

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საქართველომ სამართლებრივი რეგულირების და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებას, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ხელშეწყობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ციფრული ბაზარი დღითიდღე ფართოვდება და ელექტრონულმა […]