„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას და დასაქმებას სთავაზობს

ადგილობრივი ტალანტის განვითარების, ხელშეწყობის, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას – InPort – აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათი ცნობით, დაინტერესებულ პირებს პროგრამა შემდეგ რამეს სთავაზობს: საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას, სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა […]

პაატა დავითაია – რუსეთის სპეცსამსახური ღიად ერევა 26 ოქტომბრის არჩევნებში და აწარმოებს ჰიბრიდულ ოპერაციას ქვეყნის წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ღიად ერევა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არჩევნებში და აქტიურად ეწევა ჰიბრიდულ ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტად გამწვავდება წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. მისივე თქმით, რუსეთი […]

Uber-ი ნიდერლანდებში €290 მილიონით დაჯარიმდა

ტაქსის გამოძახების კომპანია Uber ნიდერლანდებში €290 მილიონით დაჯარიმდა – როგორც ჰოლანდიის მონაცემთა დაცვის სააგენტო (DPA) აცხადებს, მიზეზი Uber-ის მიერ ევროპელი მძღოლების პერსონალური ინფორმაციის აშშ-ში გადაგზავნაა, რაც ევროკავშირის კანონთან თანხვედრაში არ არის. უწყების ინფორმაციით, Uber-მა უკვე შეწყვიტა აღნიშნული ქმედება. “Uber-მა ტაქსის ევროპელი მძღოლების პერსონალური მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაგზავნა და მათი სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყო. აღნიშნული […]

ოპოზიციის ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, ეს კამპანია ზღვარს სცდება. დიმიტრი ხუნდაძემ აქვე განმარტა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ მათ აგენტურულ საქმიანობას ადასტურებს. დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიზანია ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა და ამომრჩევლის გადაბირება ტყუილების კასკადით მოახდინონ. „ერთიანი ოპოზიცია, ანუ […]

თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ

თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ თუ გინდათ რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში ნაცსექტანტების ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით – მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ ხოლმე: 30-დან 100-მდე ფარგლებში დაჭერა გარანტირებული გაქვთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ […]

სიცილიაში, ხარების ტაძრის კედელზე დათო მაღრაძის ლექსი განთავსდა

24 აგვისტოს, კუნძულ სიცილიაზე, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის – „ფედერიჩიანოს“ და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა. ლექსი თარგმნა ნუნუ გელაძემ. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში – ვახტანგ ანდღულაძე და საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი – გრიგოლ ქურიძე.

კობა კობალაძე, დანიაში ვიზიტის ფარგლებში, დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის Veteranskytterne-ს დამფუძნებელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „ვეტერანთა საერთაშორისო კოალიციის“ ვიცე- პრეზიდენტსა და დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის Veteranskytterne-ს დამფუძნებელს, იაკობ პანტონს შეხვდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კობა კობალაძემ, მასპინძელს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო […]

სოხუმსა და ცხინვალში მოსკოვის მიერ აღიარების მე-16 წლისთავი აღინიშნება

დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები აღნიშნავენ მოსკოვის მიერ მათი ე.წ. სახელმწიფოებრიობის აღიარების მე-16 წლისთავს. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბრძანებულებით, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები [დე ფაქტო]. დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღე სოხუმსა და ცხინვალში სახალხო დღესასწაულის სახით აღინიშნება და რესპუბლიკების [დე ფაქტო] მასშტაბით გაიმართება. სამხრეთ […]

კახა მიქაიას ლექსი ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს: ,,სპორტული” აღნაგობის და… თან შეზღუდილი გონების მონებით გარშემორტყმული, ბიძო თავს იცავს ბრონებით… აღარ ენდობა არავის… შეცდომით დამდებს ფსონების, უკვე ფეხებზე ჰკიდია პატრონს, დიდძალი ქონების საჩხერე-ჭიათურები, ამბროლაური-ონები… ახლა გრძნობს, რომ შეუმცირდა პოლიტიკური წონები… ბაობაბებიც გაუხმა რარიგად ნაპატრონები… პროცესის განვითარების მისგან აღქმული ფონებით, ბეჩავს შიშები იპყრობს და თუთიყუშ-იადონებით […]

„ევოლუშენის“ თანამშრომლები მზად არიან შეწყვიტონ შიმშილობა, თუ კომპანია ერთ პირობას შეასრულებს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც თითქმის ორი კვირაა შიმშილობენ, მზად არიან შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, თუ კომპანია იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ გაფიცულან, აუნაზღაურებს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეების ხელფასს. გუშინ გავრცელებულ მიმართვას კომპანიამ დღეს, 26 აგვისტოს უპასუხა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პატივს სცემენ ქართულ კანონმდებლობას, რომლითაც დაცულია გაფიცვის უფლება: „ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და […]