საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო ინტენსიური აქტივობები შეინიშნება

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და არასამთავრობოების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამათავრობოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი მაგალითიც რეგიონებში ე.წ. […]

უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრები რეგიონებში

უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრები რეგიონებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბრიფინგის ძირითადი […]

მამაკაცი, რომელსაც სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობა ედება ბრალად, დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.

ბოლნისში, იოანე ბოლნელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად იოანე ბოლნელის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 340 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი და გარე განათების ქსელი. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ […]

ცესკოში ენმ-ს წარმომადგენელი – თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებისადმი ცესკოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა შეინიშნება – მოვითხოვთ, კომისიის წევრებს თანაბარი ხელფასები განესაზღვროთ

თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებისადმი ცესკოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა შეინიშნება, – ამის შესახებ ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ განაცხადა, რითაც ცესკოს გადაწყვეტილებას საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული და პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისთვის სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრას გამოეხმაურა. დავით კირთაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ „იმის მიუხედავად, პარტიის დანიშნულია თუ საოლქო-საარჩევნო კომისიის […]

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დაიღუპა

უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დანიელ ტუჟბა დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. აფხაზეთის მკვიდრის დაღუპვის დეტალები უცნობია. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში მოხდა. ტუჟბა რუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა. დაღუპულის ცხედარი სოხუმში გადაასვენეს. მას 29 აგვისტოს დაკრძალავენ. ოკუპირებული აფხაზეთიდან მოხალისეთა დიდი ნაწილი ბატალიონ „პიატნაშკას“ შემადგენლობაში იბრძვის. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქში, სადაც უკრაინული ჯარი შეიჭრა, […]

ომბუდსმენმა რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს მიმართა

დღეს, 29 აგვისტოს, სახალხო დამცველმა რუსული კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება, იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოხილულია კანონით დადგენილი […]

გივი მიქანაძე – მიმდინარეობს კონსულტაციები საპატრიარქოსთან თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე და ხდება ეკლესიაზე და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთხელ ასეთი ფაქტი განხორციელდა ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, […]

„საქსტატი“ – 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა – განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელს 6.2%-ით გადააჭარბა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.3 ათასი ერთეული შეადგინა. სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6.0%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2%-ით გადააჭარბა წინა […]

გურიაში ორი მანქანა ხრამში გადავარდა

უმძიმესი ავარია გურიაში – ორი მანქანა ხრამში გადავარდა. არიან მძიმედ დაშავებულები. ისინი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარია, ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომართან მოხდა. გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.