რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

რუსთავში, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად გახსნა. მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მაღალი არტერიული წნევის მართვისა და პრევენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სკრინინგის აქცია. ასევე, გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგიისა და მაღალი არტერიული წნევის მართვის პრინციპებზე ისაუბრეს. […]

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება, იმისათვის, რომ ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდია 10 თეთრი იქნება. „წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი, დაახლოებით, 50 ათასი ტონა იქნება. იმისათვის, რომ დაუბინავებელი […]

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის 36 მონაწილე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის 36 მონაწილე ცნობილია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის დასრულების შემდეგ გაირკვა ძირითადი რაუნდის ყველა მონაწილე. 36 გუნდი გაყოფილია ოთხ კალათად. თითოეული გუნდი მიიღებს ორ-ორ მეტოქეს თითო კალათიდან. შესაბამისად, ყველა კლუბი რვა შეხვედრას ჩაატარებს რვა მეტოქესთან – ოთხ თამაშს შინ და ოთხს სტუმრად. I კალათი რეალი (ესპანეთი) მანჩესტერ სიტი (ინგლისი) ბაიერნი (გერმანია) […]

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა – ლატვიის საგარეო მინისტრი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა – ლატვიის საგარეო მინისტრი ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი […]

“ოცნების PR-ინჟინრებს „სახელმწიფო რელიგიის“ თემა „ცუდად შემოუბრუნდათ“ ორი მთავარი ფაქტორის გამო” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე: ოცნების PR-ინჟინრებს „სახელმწიფო რელიგიის“ თემა აშკარად ჩაუვარდათ და რაც მთავარია „ცუდად შემოუბრუნდათ“ მიმდინარე საინფორმაციო ომში ორი მთავარი ფაქტორის გამო. რაკი არ გაითვალისწინეს: ა)საპატრიარქოს სპიკერთა სრული, უბადრუკი არაპროფესიონალიზმი და მათი „წამოკიდების“ სიიოლე. ბ) იმათი დიდოსტატობა, ვინც PR-აქციებს ახორციელებს მიმდინარე საინფორმაციო ომის ფარგლებში მეორე მხრიდან და ახორციელებს ძააააალიან ნიჭიერად.

ამბავი ნანი ბრეგვაძეზე: “როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: “ახლა მე თქვენ გიმღერებთ…” – Marao

ამბავი ნანი ბრეგვაძეზე: “როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: “ახლა მე თქვენ გიმღერებთ…” – Marao “რამდენჯერ შევხვედრივარ, შორიდან, ახლოდან, სულ ვაკვირდები. არ მახსოვს, როდისმე თავპატიჟი გამოედოს, ან ვინ შებედავს, სთხოვოს. როცა შესაფერისი მომენტი დადგება და ამას თვითონ ყველაზე უკეთ გრძნობს, დაბალ ხმაზე გამოაცხადებს: “ახლა მე თქვენ გიმღერებთ…” მიუჯდება […]

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორეზე რამდენიმე ადამიანი – ბესელია რუსულ კანონზე

„სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა და მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ კანონის ავტორები, რომლების საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელის განხილვისას. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დღეს, 29 აგვისტოს, დაიწყო. ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელის ერთ-ერთი წარმომადგენელია. „როდესაც საუბარია რუსულ კანონად წოდებული […]

TI-ის განცხადებით, ცესკოს დადგენილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) გამოეხმაურა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16 აგვისტოს დადგენილებას, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, კანონთან შეუსაბამოა. TI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდება. „ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება […]

ჯოზეფ ბორელი – იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იარაღი უსარგებლოა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დასავლეთმა მის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას. „უნდა მოვხსნათ შეზღუდვები რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ. „იარაღი, რომელსაც ჩვენ […]

გივი მიქანაძე – ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის – ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ

ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას “ფერად რევოლუციასთან” […]