“ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისთვის” მედლით დაჯილდოვდა რამზან კადიროვის 17 წლის შვილი, ელი

ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, 17 წლის ელი კადიროვი (მას ასევე ჰქვია ალი და ზელიმხანი), დაჯილდოვდა მედლით “ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის გაწეული მომსახურებისთვის”. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი რამზან კადიროვმა მოაწერა. ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის თქმით, ელი კადიროვს ჯილდო გადაეცა “ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე პირადი დამსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებასთან.” ოფიციალურმა პირმა ელი კადიროვს უწოდა „მრავალმხრივი, […]
7 საკვების კონტეინერი ველიზე, რომელიც სკოლისთვის ჯანსაღი ლანჩის მომზადებას გაგიადვილებს

სკოლაში ჯანსაღი ლანჩი მოსწავლის ფიზიკური განვითარებისა და აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები ბავშვს ეხმარება კონცენტრაციის შენარჩუნებაში, ასევე სწავლის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია საკვების ჰიგიენაც, რისთვისაც შეგიძლია ლანჩბოქსები გამოიყენო. იდეალურ შემთხვევაში, ლანჩი ცილებს, ცხიმებს, კომპლექსურ ნახშირწყლებს და ვიტამინებით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს უნდა შეიცავდე. გარდა ამისა, ბავშვის საკვები უნდა მოიცავდეს სენდვიჩს, ხილს, […]
თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია შეუერთდა. როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, პარლამენტში მისი გუნდი და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტურად თანამშრომლობდნენ , მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია […]
30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო […]
გიგა ლემონჯავა – პირველი, რასაც ახალი კოალიციური ხელისუფლება გააკეთებს, „რუსული კანონის” გაუქმება იქნება

“კოალიცია ცვლილებისთვის” და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, პირველი, რომელსაც კოალიციური ხელისუფლება გააკეთებს, ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმება იქნება. მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, როგორც უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტს ისე უყურებს. “არავითარი პოზიტიური მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით არ მაქვს, იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად და […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს იმერეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ, იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი, რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და თანამშრომლებს რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნიკა ტყემალაძემ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე. „იმერეთის რეგიონში […]
კობა კობალაძემ და მიხაილო ხარიშინმა საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა და უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ […]
საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე არ პროგრესირებს ისე, როგორც სასურველია – ბრაჟე

დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ საკითხს საქართველოს შესახებ, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე არ პროგრესირებს ისე, როგორც ჩვენთვის სასურველია. ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა, დიაგნოზი, მაგრამ კითხვაა, რა უნდა გავაკეთოთ. იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური მხრივ – თუ როგორ უნდა წავახალისოთ საქართველო, მაგრამ ასევე განვიხილავთ იმას, შეიძლება თუ არა რამის გაკეთება, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ.
დეპუტატი თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. 29 აგვისტოს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდია მის საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობდა. „ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ. მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 […]