IDFI-ის წარმომადგენლის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ სამსახურიდან რვა თანამშრომელი წავიდა

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ სამსახურიდან რვა თანამშრომელი წავიდა. გიორგი დავითური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია. მისი თქმით, თანამშრომლების დათხოვნა ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მოუწიათ. „ყველამ იცის, რომ სამინისტროს [იუსტიციის სამინისტრო] აქვს უფლება […]

არმაზ ახვლედიანი – ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას და იზოლაციონიზმის დაგმობას ალტერნატივა არ გააჩნია

სწორედ ახლა, როგორც არასდროს ამ ეპოქალური ცვლილების წინ გვმართებს ერთიანობა – გადავდოთ ყოველგვარი პარტიული, ვიწრო პიროვნული ინტერესი, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის და შევძლოთ, რომ ევროპული ყაიდის, ნამდვილად ევროპული ბათუმი, ევროპული შინაარსის საქართველო დავუბრუნოთ ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა ბათუმში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია გამიმარჯვებს, რადგან ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას […]

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება. „დღეს სხდომის კიდევ გაგრძელება არ […]

ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა

ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის თავზე F-16-ების გამოყენების უფლება მისცა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ნიდერლანდებიდან მიღებული F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენება შეუძლია, – ამის შესახებ ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების სარდალმა ონნო ეიხელშაიმმა განაცხადა. „ჩვენ არ დაგვიწესებია არანაირი შეზღუდვა ომის კანონების დაცვით F-16-ის გამოყენებასა და ფრენის დიაპაზონზე“, – აღნიშნა ონნო ეიხელშაიმმა. მისი თქმით, იგივე ეხება ნიდერლანდების მიერ მოწოდებულ სხვა იარაღს და […]

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა – ვინ ვის დაუპირისპირდება?

მონტე-კარლოში ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა ჩატარდა. შეგახსენებთ, ტურნირი ე.წ. შვეიცარიული სისტემით გაიმართება და მასში მონაწილეობას 32-ის ნაცვლად 36 გუნდი მიიღებს. ყოველი გუნდი ძირითად ეტაპზე ექვსის მაგივრად რვა მატჩს ჩაატარებს – ოთხს სახლში და ოთხს გასვლაზე. რვა საუკეთესო პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, მე-9-დან 24-ე ადგილზე გასულები ორრაუნდიან ბრძოლაში პლეი-ოფში ითამაშებენ, დანარჩენები კი ევროტურნირებს დაემშვიდობებიან. “მანჩესტერ […]

გიორგი ვაშაძე – ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიას მის მოთხოვნაში, რომ დარჩეს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევისგან

ვთვლით, რომ ჩვენი ორიათასწლოვანი ქრისტიანობა და ჩვენი იდენტობა განპირობებულია არა კონსტიტუციური ჩანაწერით, არამედ რწმენით, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ის მხარს უჭერს ეკლესიის მოთხოვნას, რომ დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიის მოთხოვნას, რომ დარჩეს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევისგან, […]

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა 30 აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება. „დღეს სხდომის კიდევ გაგრძელება არ იქნება სწორი, უკვე 21:00 საათია. ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან […]

თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად

მჯერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის არჩევანი იქნება ევროპული კეთილდღეობისთვის, როდესაც ჩვენ უარს ვეტყვით სიღატაკეს იზოლაციაში, მჯერა, რომ ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ სახელოვნად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბათუმში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, სწორედ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა „უცხოური […]

გიორგი ვაშაძე – ჩემს მარცხნივ არის შავი ზღვა, ამ ზღვის იქით არის ევროკავშირი, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღარიბე და იზოლაცია – ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ უნდა გავაკეთოთ

დაე, აჭარა იყოს პირველი გასაღები ევროკავშირის სიაში გაწევრიანებისთვის. დიახ, ის აჭარა, რომელიც სიმბოლო იყო აღმშენებლობის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების გზაგასაყარზეა და ახლა ეროვნული თანხმობის დროა. „კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღარიბე და იზოლაცია – ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მოგვაქვს […]

გიგი წერეთელი – მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ბათუმის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ სააკაშვილია

გვჭირდება ევროპა, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული და სადაც არასდროს მოხდება რუსული კანონის განხილვა, რომელსაც სურს გააქროს სამოქალაქო საზოგადოება. ევროპაში არ არსებობს პოლიტიკური პატიმრები. მე ნამდვილად არ მიკვირს, რომ დღეს აქ ასეთი დიდი ემოციებია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს წვლილი ბათუმის ფეხზე დაყენებაში, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილია, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა […]