მარგუს ცაჰკნა კურსკის ოპერაციაზე – რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ომის მიმდინარეობას შეცვლის და მას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის ქმედებები ძალიან სარისკო, მაგრამ ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია. მათ მიაღწიეს წარმატებას და მოახერხეს, რომ დიდ რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს. მარგუს ცაჰკნას მტკიცებით, დასავლეთი მხარს უჭერს […]
უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და მფრინავი დაიღუპა. „უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები გამოიყენეს. საჰაერო ბრძოლის დროს F-16-ებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს და მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. მორიგ სამიზნესთან მიახლოებისას, […]
ალექსანდრ სირსკი – საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული მდგომარეობა პოკროვსკის მიმართულებითაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია. „ბრძოლა უკიდურესად მძიმეა. მტერი ბრძოლაში იყენებს ყველაფერს, რითაც თავდასხმა შეუძლია და ცდილობს, ჩვენი ჯარების თავდაცვა გაარღვიოს“, – აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვის ახორციელებდნენ. „შტაბებში მუშაობა […]
პეტრ პაველი – უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. ეს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსაც ეხება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. „თუკი, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას აგრესიისგან თავდაცვაში და დავეხმაროთ მას მატერიალური მომარაგებით და არა საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით, მაშინ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს იარაღი“, – […]
“არჩევნები მოდის და პედაგოგთათვის მორიგი ჯოჯოხეთი იწყება” – რა მოხდა ჯგალში? – ბელქანია

წალენჯიხა/ ჯგალში სამეურვეო საბჭოსგან არ არჩეული კანდიდატი განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორად მაინც დანიშნა. ისმის კითხვა? – სად არის თავმოყვარეობა, იმ დირექტორის რომელმაც იცის, რომ არც სკოლის სამეურვეო საბჭოს აურჩევია და რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივია მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. დირექტორი განსაზღვრავს სასკოლო ცხოვრებას, სასწავლო მოდულს, ლოჯისტიკურ, საკადრო პოლიტიკას და ამ დროს, წარმოიდგინეთ დირექტორი გამოცდა რომ ვერ ჩააბარა, […]
“ძვირფასო საჯარო მოხელეებო, ბოლომდე გაგწირავენ და შეგაწმენდენ ხელს” – მეზვრიშვილი

ძვირფასო საჯარო მოხელეებო, როგორც დღეს შეგატოვეს რუსული კანონის დაცვა, ისე დაგტოვებენ შეცვლილ საგარეო კურსთან სრულიად მარტოს. მერწმუნეთ, ეს უკანასნელი გაცილებით მძიმე დასაცავი იქნება. ბოლომდე გაგწირავენ და შეგაწმენდენ ხელს. თავად კი უკანმოუხედავად გაიქცევიან. ამიტომ, ნუ ჩაყვებით უკანონობის კეთებაში და თუ გინდათ, აღარასოდეს ჩავარდეთ ამ დღეში, არჩევნებზე „ოცნების“ წინააღმდეგ მიეცით ხმა.
დვალმა პენალტი ვერ გაიტანა – ევროპა ლიგის პლეი-ოფის რაუნდში “რიგასმა” “აპოელი” თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „აპოელმა“ სახლში „რიგასთან“ (რიგის საფეხბურთო სკოლა) თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2:1 მოუგო, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა. კვიპროსულ გუნდს პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდა წაგებული, სახლში 75-ე წუთამდე 0:1 აგებდა, თუმცა ორი გოლის გატანა და თამაშის ექსტრა ტაიმებში გადაყვანა შეძლო, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ლატვიურმა კლუბმა 4:2 […]
კახა კალაძე – კანონი, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს

ეს არის ფუჭი დროის ნაყვა, სხვა არაფერი იმიტომ, რომ კანონი, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ გამჭვირვალობას, როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ეს არის გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმდინარე “ბინძური კამპანიის” გაგრძელება. “ეს არის იმ ბინძური კამპანიის […]
კახა კალაძე – ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ მოხდება – საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს

ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, საპატრიარქოს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს. “ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი […]
გოჩოლეიშვილს ბრიტანეთის ვიზა არ მისცეს – “კოპენჰაგენი” კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

მარაზმი! ევროპული ბიუროკრატია თავის კანონმდებლობით! აქ რუსეთუმეობა და ქოც-ნაცობა არავინ დამაბრალოს, ვინც არ დაიშლის წინასწარ მოკითხვა მათი გულითსაყვარლების. მარაზმი..