სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი „Startup Generation Senaki“ ჩატარდება

სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი „Startup Generation Senaki“ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ, ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. „პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში, რომლებიც სტარტაპის შექმნით არიან დაინტერესებული, ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირების და სტარტაპის შექმნის ძირითადი […]
„აგენტების კანონის“ გამო ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ მუშაობას წყვეტს

ფონდი „სიკეთის რევოლუცია“, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტით ეხმარებოდა, „აგენტების კანონის“ გამო ფუნქციონირებას წყვეტს. ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე წერია, რომ ფონდის ლიკვიდაცია უკვე დაწყებულია. „ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ… ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე. არადა, ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით“, – წერია ფონდის […]
ბელგიური კომპანია Jan De Nul NV ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს – კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

ბელგიური კომპანია Jan De Nul NV ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს – კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო […]
არგენტინა იმპორტზე გადასახადს 17,5%-დან 7,5%-მდე ამცირებს

არგენტინა იმპორტზე გადასახადს 17,5%-დან 7,5%-მდე ამცირებს არგენტინის მთავრობა 2 სექტემბრიდან საქონლის იმპორტზე გადასახადს 17,5%-დან 7,5%-მდე შეამცირებს. ამის შესახებ Financial Times ქვეყნის ეკონომიკის მინისტრ ლუის კაპუტოზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თვიური ინფლაციის შემცირების დაჩქარებას, რომელიც ივლისში 4%-ს შეადგენდა. 2023 წლის დეკემბერში თვიური ინფლაციის დონე პიკური 26% იყო, როდესაც გადასახადი მიმდინარე დონემდე ბიუჯეტის დეფიციტის მოსაგვარებლად გაიზარდა. […]
მილერი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ “შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, ქართული ოცნების მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით”. ეს მილერმა ამერიკის ხმასთან თქვა და ამის მაგალითად “ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ” ქართული ოცნების განცხადებები მოიყვანა. მილერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. “როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება […]
გიორგი დავითური – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ლექსიკა არის შეურაცხმყოფელი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ხოლო კანონის მექანიზმები იმ მიზნებს ემსახურება, რა მიზანიც რუსეთში მიღებულ კანონს ჰქონდა

გუშინდელმა სხდომამ წარმოაჩინა, რომ ნებისმიერი სამართლისმცოდნისთვის თუ ქართულის ენის საშუალოდ მცოდნე ადამიანისთვის ცხადია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ლექსიკა არის შეურაცხმყოფელი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ხოლო კანონის მექანიზმები იმ მიზნების მიღწევას ემსახურება, რა მიზანიც რუსეთში მიღებულ კანონს ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, IDFI-ის იურისტმა გიორგი […]
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იუსტიციის სამინისტროს მოუსმენს. როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან აქვს კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს ეხება. სასამარლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის – არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მოწვეულია ენათმეცნიერი, […]
გურამ მაჭარაშვილი – ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში – გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი

გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ […]
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul NV განახორციელებს – კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისიტრო ავრცელებს. სამინსიტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის […]
გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის […]