საბა ბუაძე – განცხადებით, საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა წინასაარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა წინასაარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საჯარო სექტორი პარტიული დასაქმების სივრცედ გადააქციოს, რომლის საშუალებითაც ის ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება. „ძლიერი საქართველო“ საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების საკითხს ეხმაურება, რომელიც, რასაკვირველია, დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდთან და იმის გამო, რომ […]

მიხეილ დაუშვილი – ეკლესიის დამორჩილების მცდელობა აბსოლუტურად ფუჭი იქნება

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გააკეთა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მთელი ეს პროცესი საჯარო მოხელეების იმედზე დატოვა და თვითონ გვერდით გაიწია, თითქოს არაფერს შუაში არიან, – ამის შესახებ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვაში, “ქართული ოცნების” დეპუტატები მონაწილეობას არ […]

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, წალკის რაიონში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სასამართლოში ვაჩვენეთ, რამდენად უსუსურია „ქართული ოცნების“ „არგუმენტები – ანა ნაცვლიშვილი

ამ საკითხში მთავარი მსაჯულები არიან საქართველოს მოქალაქეები, – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს. მისივე თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ რუსული კანონებით და რეპრესიული სისტემის ქვეშ ცხოვრება, მაშინ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვალდებულება უნდა გამოიყენონ და 26 ოქტომბერს არჩევნებზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. […]

TI: ოცნების დელეგატის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან ₾41 მლნ-მდე მიიღეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ქართული ოცნების საარჩევნო სიის დელეგატის, აკაკი ალადაშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში 40,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. აკაკი ალადაშვილი 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს. ორგანიზაციის ცნობით, […]

აფზახ დეპუტატებს, რომლებიც “აპარტამენტების” კანონს ეწინააღმდეგებიან, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ – მედია

ტელეგრამ არხების “Абхазский порта” და “RESPUBLICA” მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვს პარლამენტის წევრების [დე ფაქტო], ოპოზიციისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. ბჟანიამ მოსკოვის კურატორებს შესთავაზა, ჩამოერთვას რუსეთის მოქალაქეობა დეპუტატებს, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტს. აღნიშნული ინფორმაციის დასტურად, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ტელეგრამ […]

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, წალკის რაიონში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას შემოსავლების […]

პრემიერ-მინისტრი Amidi Group-ის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. “შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში. შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. […]

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13%-ით გაიზარდა საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა. სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღგ-ის გადამხდელი კომპანიების, ანუ კერძო სექტორის ბრუნვამ, რამაც ივლისში 14.8 მილიარდი ლარი […]

გადამუშავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი – სამინისტრო

გადამუშავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი – სამინისტრო რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს. ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, […]