დააკავეს მშენებელი, რომელსაც უხარისხოდ აშენებული ბინების გაყიდვას ედავებიან

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბრალი წარუდგინეს შპს „თორის“ დამფუძნებელს, რომელმაც უწყების თქმით 52 მოქალაქეს უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართები მიჰყიდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „თორი“ -ს დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლიდან […]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს გრძელდება გარედან დაფინანსებული ის მახინჯი აქტივობა, რასაც წინასაარჩევნო პროცესში “ნაცენჯეობის” მხრიდან “დამკვირვებლობა” ეწოდება. თუნდაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არ არიან სამოქალაქო სექტორის სუბიექტები, ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ერთგულ, ანგარებიან დანაყოფებს, – […]

„საქსტატი“ – ივლისში მშპ-ს ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა. “2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, […]

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, ეკა ბესელიასა და მოპასუხე მხარეს შორის კამათი მოჰყვა

სამართლისაგან დაცლილი განცხადებაა, კანონი უცხო სამკაულს და უცხო ვარცხნილობას შეადარო – აი, რა არის სამართლისგან დაცლილი! – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოპასუხე მხარეს – პარლამენტის აპარატის წარმომადგენელს ლევან ღავთაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინდელ განხილვაზე სამართლისაგან დაცლილი განცხადებები მოისმინეს. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კამათი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც […]

თბილისის 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპისათვის დასასრულს უახლოვდება დემონტაჟის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში დაიწყება გარე ფასადის მოპირკეთება. “1400-ზე მეტი მოსწავლისთვის, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით; შენობა ადაპტირებული […]

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოში რვა მოვაჭრე დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2024 წლის აგვისტოს თვეში რვა მოვაჭრეს, ჯამში, 7 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მიმდინარე […]

ბოკუჩავა: 26 ოქტომბერი შანსია, ვთქვათ უარი სიღატაკეზე, რაც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკამ

კოალიცია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ, სადაც ქვეყანაში გაძვირებულ ფასებზე ისაუბრეს. ენმ-ის თავმჯდომარისა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტთან ხალხის უზარმაზარ რიგებს ქვეყანაში არსებული გაჭირვება იწვევს. ბოკუჩავას თქმითვე, საზოგადოება იძულებულია მედიკამენტების საყიდლად თურქეთში გადავიდეს. “ვიმყოფებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც არის უზარმაზარი რიგი, მაგრამ როგორც არაერთმა […]

ცნობილია, რამდენმა ორგანიზაციამ მიმართა რუსული კანონის ფარგლებში რეესტრს რეგისტრაციისთვის

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად სამინისტროს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. „ამ დრომდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადებით 233 ორგანიზაციას აქვს მომართული რეგისტრაციისთვის. დრო ჯერ კიდევ არის [2 […]

17 წლის შემდეგ პირველად: ანჯელინა ჯოლის დაუვიწყარი გამოჩენა ვენეციაში ქერა თმითა და უმშვენიერესი კაბით – Marao

17 წლის შემდეგ პირველად: ანჯელინა ჯოლის დაუვიწყარი გამოჩენა ვენეციაში ქერა თმითა და უმშვენიერესი კაბით – Marao ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი არის უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც Esposizione Internazionale d’Arte Cinematografica. აქედან მოყოლებული, ფესტივალი ყოველ წელს აგვისტოს ბოლოს/სექტემბრის დასაწყისში იმართება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე […]

იემენელმა ჰუთმა მეამბოხეებმა წითელ ზღვაში ნავთობმზიდი ააფეთქეს

ნავთობმზიდზე, რომელზეც გასულ კვირას წითელ ზღვაში იემენელმა ჰუთებმა თავდასხმა განახორციელეს, ახალი თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ რადიოსადგური “ამერიკის ხმა” იუწყება. ხუთშაბათს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისინი ასაფეთქებელ ნივთიერებებს დებენ წითელ ზღვაში საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ “სუნიონის” გემბანზე. ვიდეოზე მინიმუმ გემზე ექვსი ერთდროული აფეთქება ჩანს, რამაც ნავთობის შესაძლო დაღვრა გამოიწვია. აშშ-ის […]