ჩვენ არ მოვითხოვთ ორგანიზაციებისგან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს – საჯარო მოხელე

საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მოსამართლეთა პლენუმის წინაშე ამტკიცებდა, რომ რუსული კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების აღრიცხვასა და გამოქვეყნებას არ მოითხოვს სახლმწიფო. პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა ჩვენ გვავალებს, რომ მხოლოდ იმ ფორმით და იმ მასშტაბით დავამუშაოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღების დროს. ვერ იქნება ისე, რომ როგორც საჯარო რეესტრმა თავად რასაც […]
„სქესობრივ ცხოვრებას რა კავშირი აქვს ფინანსურ გამჭვირვალობასთან?“ – მოსამართლე კვერენჩხილაძემ რეესტრის ხელმძღვანელს მიმართა

ე.წ. აგენტების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით შეტანილი სარჩელების განხილვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე დაინტერესდა, ფინანსური გამჭვირვალობის დასადგენად, რატომ სჭირდება იუსტიციის სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებისა და პოლიტიკური შეხედულების შესწავლა. „მაგალითად, თქვენ, სახელმწიფო, ხომ ინტერესდებით, ორგანიზაციის 20% თუ არის უცხოური დაფინანსება; ამ შემთხვევაში არეგისტრირებთ და მის შემოსავალს, […]
თბილისის მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლას კერცენბაუმი ეწვევა

31 აგვისტოს თბილისის მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლას კერცენბაუმი (Nicolas Kerszenbaum) ეწვევა. სარეზიდენციო პერიოდში იგი შეისწავლის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეფლექსიებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისგან, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დევნილებისგან. ავტორის მიზანია, შეაგროვოს ზეპირი ისტორიები, მოისმინოს თვითმხილველების გამოცდილება და პარიზის თეატრის სცენაზე გადაიტანოს ხელშესახები, ცოცხალი ნარატივებით მოყოლილი ისტორია. „ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდება ქართული ლიტერატურული […]
ცნობილია საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატების ვინაობა Chevening-ის პროგრამაში

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი Chevening-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმ სტიპენდიატებს ასახელებს, რომელთაც დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას სრულად უფინანსებს. Chevening-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატები მარიამ მაჭარაშვილი, ლევან თევდორაძე და ნანა გელაშვილი გახდნენ. მარიამ მაჭარაშვილი ექსეტერის უნივერსიტეტში ინკლუზიური განათლების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ლევან თევდორაძე […]
მეთიუ მილერი – საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის მიზანს – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის კითხვაზე, წერილობით პასუხში ისაუბრა. მილერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. “როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა შედგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია ბარ-ილანის (ისრაელის სახელმწიფო) უნივერსიტეტის […]
“გახარია-აქუბარდიას პარტიები ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ…” – კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებლად წარსდგება არჩევნებზე. „ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება. შეიძლება დიდი სურვილიც არ აქვთ გაერთიანებისა და გადაჯგუფების, მაგრამ ამას ავალებენ. მაგალითად, გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა. ან თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანება. ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხალხის […]
ქალი ამბობს, რომ გაგუას კლინიკაში დაცვის თანამშრომელმა სექსუალურად შეავიწროვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ქალის მონათხრობი, სადაც ის გაგუას კლინიკაში დაცვის თანამშრომლისგან სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება. მომხდარზე კლინიკა ინფორმირებულია, დაცვის თანამშრომელი კლინიკაში აღარ მუშაობს. თუმცა შსს ამ დრომდე არ ადასტურებს, მიმდინარეობს თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება. „13 აგვისტოს ღამით შვილი მივიყვანე გაგუაში. ვიჯექი სკამზე დარბაზში, რა დროსაც მოვიდა დაცვა და მითხრა რომ აქ ცოდო ვიყავი და […]
დააკავეს პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში, 52 ადამიანს უხარისხოდ აშენებული ბინები გადასცა

საქართველოს პროკურატურამ 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „თორი”-ს დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. 2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები […]
ევროვიზია 2025-ს ბაზელი უმასპინძლებს

რიგით 69-ე ევროვიზია შვეიცარიაში, ბაზელში ჩატარდება. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ სიმღერით The Code გაიმარჯვა. მან 591 ქულა მიიღო. ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. შვეიცარიამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სამჯერ – 1956, 1988 და 2024 წლებში მოიგო. ამ ქვეყანამ კონკურსს 1957, 1989 წლებში უმასპინძლა […]