რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 47

30 აგვისტო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ გამოყენებული იყო მოდიფიცირებული მართვადი ავიაბომბები „უმპბ დ-30“. ბომბი მრავალსართულიან სახლს მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი. დაშავებულია 47 ადამიანი. გარდა ამისა, სახლის ზედა სართულებზე კვლავ შეიძლება იყვნენ ადამიანები.

რა ეღირება ლარი 2 სექტემბრამდე?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6911 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9809 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9865 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

“სიცხადე vs ბუნდოვანება” – რას წერს მინისტრი Facebook-ზე

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს: გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია სიცხადე vs ბუნდოვანება P.S. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, ლეგიტიმური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და მოსახლეობისთვის საჯარო გახადოს.

არჩევნების წინ, პენტაგონი საიდუმლო სამსახურს დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაამტკიცა მოთხოვნა, რომელიც საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანანდიდატების დასაცავად, საიდუმლო სამსახურისთვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობების მიწოდებას გულისხმობს. ამის შესახებ, 29 აგვისტოს, პენტაგონმა და საიდუმლო სამსახურმა განაცხადა. პენტაგონის პრესსპიკერს, საბრინა სინგმას მხარდაჭერის ტიპის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია, მაგრამ თქვა, რომ ოსტინმა დაავალა აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობას, დაგეგმოს და უზრუნველყოს საიდუმლო სამსახურის მხარდაჭერა, […]

რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მან თაღლითობის ბრალდებით თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, პაველ პოპოვის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის არმიის გენერალი პოპოვი დაკავებულია. პოპოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე 11 წელი მსახურობდა, ივნისში გაათავისუფლეს. ის ეჭვმიტანილია 2021-24 წლებში მოსკოვის სიახლოვეს სამინისტროს “პატრიოტთა პარკის” საქმიანობის ზედამხედველობისას თაღლითური საქმიანობით გამდიდრებაში. გამომძიებლები ამბობენ, რომ პოპოვი ამ […]

“კრემლს ძალიან დააგვიანდა გომბეშოური „გაბრაზება“ – გასკდეს ახლა თუ უნდა უკვე!”– დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე: 1 აგვისტოდან მოსკოვმა საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტა აფხაზეთს………. „ბინების ყიდვა გაყიდვა“, „აპარტამენტები“, „ახალი ათონის მონასტერი“, „დიდი პრივატიზება“, „უცხოელ აგენტთა კანონი“……. რატომ არ მიიღეთ…….. ახლა ნახავთ როგორ დაგსჯითო. სოხუმში ეცინებათ: ენგურჰესიდან კრიპტოვალუტის მაინინგით ბოლო 10-15 წელიწადში 1 მილიარდი დოლარი (!) ვიშოვეთ, უცხოურ ბანკებში გვაქვს განთავსებული და ეგ თქვენი ყოველწლიური 25 მილიონი დოლარი……კარგად „დაახვიეთო“. კრემლს […]

“ძალა ერთობაშია, აგენტები თქვენსკენ მოიკითხეთ!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია: მთელი სხდომაა საჯარო რეესტრის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არეკლამებენ 2 სექტემბერს – ბოლო დღე და შანსი გაქვთ თქვენი ხელით დარეგისტრირდეთ “აგენტების რეესტრშიო”, ქართველებს ყველაფრის ბოლო დღემდე მიყვანა გვიყვარს და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდანო, საქმე იმაშია, რომ 1%ზე ნაკლებმა ნჯო-მ წარადგინა განაცხადი და აშკარად გეგმის შესრულება ჩაუვარდათ. ძალა ერთობაშია, აგენტები […]

ანა ნაცვლიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი – როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი – როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნის პროცესთან დაკავშირებით მედიას განუცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებამდე შეაჩეროს კანონის მოქმედება. „საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი. ბევრი დავა […]

სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება – ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. ბორელის თქმით, შეხვედრაზე საკითხს მოკლედ შეეხნენ. “ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება“, – თქვა ბორელმა. მაისში, მმართველმა პარტიამ […]

მაკრონი არ ნანობს “ტელეგრამის” დამფუძნებლისთვის მოქალაქეობის მინიჭებას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ის არ ნანობს “ტელეგრამის” დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის – პაველ დუროვისთვის მოქალაქეობის მინიჭებას. რუსეთის მოქალაქე შაბათს, პარიზში დააკავეს. დუროვს ბრალად ედება ის, რომ მან ვერ მოახერხა გაეკონტროლებინა არალეგალური საქმიანობა, რაც სავარაუდოდ, მისი პოპულარული აპლიკაციის გამოყენებით ხდებოდა. მაკრონმა, რომელიც ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბელგრადში იმყოფება, თქვა, რომ დუროვი ერთ-ერთი მათგანი იყო, […]