რასა იუკნევიჩიენე – საჭიროა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და სახელმწიფო ლიდერების ვიზიტები საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით

საჭიროა ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და სახელმწიფო ლიდერების საქართველოში ვიზიტები ახალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც იუკნევიჩიენე აღნიშავს, “სასწრაფოდაა საჭირო საერთაშორისო ქმედებები 29 დეკემბრამდე, მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად”. “საქართველოს მეგობრების” ქსელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით პირველი შეხვედრა გამართა, რომელიც ჩვენ ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად დავაინიცირეთ. ევროპიდან […]
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი – “ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია

“ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა “ქართული ოცნების” შეფასებებს დაემთხვა. “ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. “ქართული ოცნების” უკანასკნელ ფანტაზიას – თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა – სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: […]
გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ […]
ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკის ერთ-ერთ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ნუსეირატში, ღაზის სექტორის ცენტრალურ არეალში – იტყობინება სააგენტო Reuters-ი ექიმებზე დაყრდნობით. ამავე დროს ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის ჩრდილოეთში კამალ ადვანის საავადმყოფოსთვის ინტენსიური ცეცხლის დაშენა ხდება „უპრეცედენტო ფორმით“ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ეს საავადმყოფო ერთ-ერთია იმ სამ, ძლივს […]
მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა

მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დედა – ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის – ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა – ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა […]
“ამ დროს თუ მღერი შენ ხარ..” – პეტრე კოლხი ქართველ არტისტებს აკრიტიკებს

პეტრე კოლხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული და მედიასთან კომენტარსაც ხშირად აკეტებს. ამჯერად მან მუსიკოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ ვინც ახლა ამ ფონზე მღერის ყველა ნაძირალაა. “როცა შენი ხალხი იტანჯება, ახალგაზრდებს ძვლებს ამტვრევენ და შენ მღერი, ნაძირალა ხარ!”- ამბობს პეტრე კოლხი.
თქვენი დღეები დათვლილია – ლორა თორნტონი “ქართულ ოცნებას”
“ენ დი აი”- ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში აზიარებს 21 დეკემბრის საპროტესტო მსვლელობას და “ქართულ ოცნებას” მიმართავს, რომ მათი მმართველობის დღეები დათვლილია. ..თქვენი დღეები დათვლილია! არავინაა თქვენ მხარეს, არც მოცეკვავე, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები… თქვენკენ მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან”- […]
როგორი შეფასებები მიიღეს “ნაპოლის” ფეხბურთელებმა “ჯენოასთან” მატჩში?

სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ჯენოა“ 2:1 დაამარცხა. სტუმართა გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ნეაპოლური გუნდის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored.: მერეტი 6.7, დი ლორენცო 6.2, რაჰმანი 7.7, ჟუან ჟეზუში 6.5, ოლივეირა 6.8, ანგისა 8.1, ლობოტკა 7.7, მაკტომინეი 6.4, პოლიტანო 7.4, ნერესი 6.9, ლუკაკუ 6.5, კვარაცხელია 5.9, სიმეონე 5.9, სპინაცოლა 6.1. […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულდა. თუმცა, საავტომობილო მოძრაობა კვლავ შეზღუდული რჩება. დემონსტრანტების მცირე ნაწილი რუსთაველის გამზირზე ისევ რჩება. დღეს მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მათ შორის იყვნენ, მასწავლებლები, მოცეკვავეები, ასევე სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები – სვანები, ქუთაისელები, მეგრელები, აჭარლები და ა.შ. დემონსტრანტებმა მსვლელობა სხვადასხვა შინაარსის ბანერებით სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიწყეს. მათ შორის, […]
HR-ები, იურისტები და ქოუჩების საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ

HR-ები, იურისტები და ქოუჩების საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ. ამის შესახებ HR Management Solution-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი თაკო ჯგუშია სოციალურ ქსელში იუწყება და მსურველებს 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე Holiday Inn-ში ეპატიჟება. “საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის გავერთიანდით HR-ები, იურისტები და ქოუჩები, რათა გავუწიოთ ინდივიდუალური კონსულტაციები იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებული არიან (ან […]