ბიძინა ივანიშვილმა გურულებს – ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს, ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსწავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი ყოველთვის გურულების საზრუნავს შეადგენდა, რაც […]
შალვა პაპუაშვილი – ბოლო წლების ქაოსის და ომის ქარცეცხლის რკალში, ქვეყანა მხოლოდ ერთმა რამემ გადაარჩინა: ეს იყო ბრძენი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებლად, მხოლოდ ეროვნული ინტერესებით იღებდა გადაწყვეტილებას

ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ოდითგანვე ყველაზე მეტად აფასებდნენ მშვიდობას, როგორც ეროვნული გადარჩენის და სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და ხალხმა დიდი ხანია აირჩია ევროპული გზა, რომელიც მისი თქმით, ქართველი ხალხის ღირებულებებს შეესაბამება და მყარად […]
ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას, ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში, მოსახლეობას მიმართა, მოქმედ ოპოზიციურ ძალებს „რადიკალური“ უწოდა და „მათთვის დავალების მიმცემებისგან მომდინარე საფრთხეებზე“ ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო როგორმე სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის […]
ბიძინა ივანიშვილი – დღეს გურია ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე 12 წლის წინ იყო, რაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე, რადგან ყოველთვის მწამდა და მწამს გურიის და გურული ხალხის უნიკალურობის

12 წლის წინ, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე გარწმუნებდით, რომ თქვენი ნდობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთად დავასრულებდით მოძალადე რეჟიმს და იმ სიღატაკეს, რაც წინა ხელისუფლების მტაცებლური ბუნების გამო, მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში სუფევდა, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, გურიის პოტენციალი […]
ბიძინა ივანიშვილი – თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, რომ „მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს

თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ „მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ! – ასე მიმართა მოსახლეობას […]
სურამის “ბაიანთხევის ტყეში” ხეები მონიშნულია, ეჭვობენ, რომ მოსაჭრელად ამზადებენ

სურამის “ბაიანთხევის ტყეში” ხეები მონიშნულია, ეჭვობენ, რომ მოსაჭრელად ამზადებენ საქართველოში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჯანმრთელი ხის ნიშანდებული მერქნებია ასახული და წერს, რომ ვიდეო სურამშია გადღებული. ვიდეო დასათაურებულია ასე: “სურამი “ბაიანთხევის ტყე” – ხეებს მოსაჭრელად ამზადებენ?” და მონიშნულია საკითხზე პასუხისმგებელი ორი უწყება: გარემოს დაცვისა და […]
წინასაარჩევნო გარემო საქართველოში, პეკინისა და მოსკოვის აქტიურობის ფონზე

“ორი დიქტატორი, პეკინიდან და მოსკოვიდან, თბილისში პატარა დიქტატორს ეხმარება” – ასე აფასებს ანალიტიკოსთა ნაწილი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე, რუსეთისა და ჩინეთის აქტიურობას. საქართველოში “ენ-დი-აის” ყოფილი დირექტორი კი, შემაშფოთებელ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.
საკონსტიტუციო სასამართლოში, მერაბ ტურავასა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვა მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავასა და მოსარჩელე, ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, შელაპარაკება მოჰყვა ტურავას შენიშვნას მედიასთან ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან მოპასუხე მხარე, პარლამენტის წარმომადგენლები ბავშვებად მოიხსენია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ბესელიას ეს კომენტარი დისკრიმინაციად შეაფასა და მოუწოდა პროცესში მონაწილეებს […]
გიგი წერეთელი – ამ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში, ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი ვინც კარგად ცხოვრობს და არაფერი არ აკლია

ამ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში, ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი ვინც კარგად ცხოვრობს და არაფერი არ აკლია, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან დიდია რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც ყოველდღიურად იმისათვის, რომ თავისი ოჯახი არჩინოს, უამრავ და უდიდეს შრომას წევენ. „ამ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში, ძალიან ცოტაა […]
შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე – ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი – უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს და სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო

დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესები დგას დღეს სასწორზე. სწორედ ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. სწორედ ამიტომ, ხელახლა უნდა მოვუხმოთ სიბრძნეს და სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო, – ამის შესახებ ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „დანგრეული ქვეყანა არც ევროკავშირს დააინტერესებს და […]