მამუკა მდინარაძე – საქართველოში დღეს აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს – „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსიც […]
ირაკლი კობახიძე – ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი – აქციების მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არანაირ სტიგმატიზაციას არ იწვევს და მასში ცუდი არაფერია

ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი – აქციების მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არანაირ სტიგმატიზაციას არ იწვევს და მასში ცუდი არაფერია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „სირცხვილიას“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებას. კობახიძის თქმით, „სირცხვილია“ თავად გახდა „ლიბერალურ-ფაშიზმის მსხვერპლი“ […]
ირაკლი ღარიბაშვილი – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა – მას, ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი თუ იმ ბოროტ ძალას, ვინც დაამტკიცა, რომ არის უბედურების მომტანი

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა – მას, ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას, ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, […]
მამუკა მდინარაძე – როდესაც ვლაპარაკობთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია გვინდა მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და არა რომელიმეს ხარჯზე ან სანაცვლოდ

ურთულესია იმ გზაზე სიარული, სადაც თანაბრად უნდა უზრუნველყო ქვეყნის სუვერენიტეტი, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის დაცვა, დეოკუპაციის და შერიგების გზაზე უშეცდომო სვლა, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის უფლებების სრული დაცვა, მშვიდობა, პროგრესი, ქვეყნის ევროინტეგრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, შესაძლოა, ცალკე აღებული […]
მანანა კობახიძე: ჩემთვისაც დაუფინანსებია კვლევა GIZ-ს და მუშაობდით სრულიად დამოუკიდებლად

ე.წ. აგენტების კანონის საქმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები მოსამართლეების შეკითხვებს პასუხობენ. მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის სახელწოდებით, რომელში დარეგისტრირების ვალდებულებას ითვალისწინებს ე.წ. აგენტების კანონი. გოცირიძემ სასამართლო პროცესზე პარლამენტის წარმომადგენლებს ჰკითხა, ორგანიზაციისთვის დაფინანსების 20%-ის უცხოური დონორებისგან მიღება აუცილებლად ნიშნავს თუ არა უცხო ძალის ინტერესების გატარებას. […]
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი

წინანდლის ფესტივალი უკვე მეექვსედ მასპინძლობს მსოფლიო დონის კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს. წელს ისტორიულ მამულში 17 კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში დაფუძნებული, პანკავკასიური ორკესტრი, 7 ქვეყნის 80 მდე ახალგაზრდა მუსიკოსით არის დაკომპლექტებული. მეექვსე სეზონი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნება. წინანდლის მამულში პირველ საფესტივალო დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი: „მოხარული ვარ რომ ისტორია […]
ბიძინა ივანიშვილი – განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება

ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში […]
ირაკლი კობახიძე – 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს – საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება

საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოზურგეთში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დანიშნეს, ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა და ახლა, იგივე […]
პრემიერი – სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო კანონი, ასევე, აშკარა დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით: ერთ მხარეს არიან კომპეტენტური, გონიერი, ახალგაზრდა იურისტები, მეორე მხარეს – დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები

სიმართლე არის პარლამენტის მხარეს, რომელმაც მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე, აშკარა დისბალანსია კომპეტენციის თვალსაზრისით: ერთ მხარეს არიან კომპეტენტური, გონიერი, ახალგაზრდა იურისტები, მეორე მხარეს არიან დრომოჭმული პოლიტიკოსები, ე.წ. იურისტები, რომელთაც არაფერი აქვთ სათქმელი ამ პროცესზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, […]
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – არც კი ფიქრობენ რა მომავლისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს – ვიღა გამოგხედავს მიწასთან გასწორებულს და დანგრეულს? ვის უნდა მძიმე ტვირთად ისეთი ქვეყანა, რომელსაც აღარც აწმყო აქვს და არც მომავალი?

ბოლო ორ წელიწადში კარგად დავინახეთ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს დამღუპველი და გამანადგურებელი ომისკენ. როგორ უცებ დაივიწყეს რუსეთის მიმართ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა, რომელსაც მანამდე დაჟინებით გვირჩევდნენ და ყოვლად გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი და დამღუპველი სამხედრო-პოლიტიკური ესკალაცია მოითხოვეს ჩვენი ხელისუფლებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას […]