ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბულგარეთისგან „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით რუსული გაზის შეუზღუდავი ტრანზიტის გარანტია მიიღო

უნგრეთმა ბულგარეთისგან მიიღო გარანტია, რომ რუსული გაზის ტრანზიტი „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით არ შეიზღუდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანი სოფიაში ბულგარეთის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან შეხვედრა გამართა. „ჩვენი ამოცანაა, შევთანხმდეთ პრეზიდენტთან და მთავრობის მომავალ წევრებთან, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტი იყოს უსაფრთხო. ეს გარანტიები გუშინ მივიღე“, – განაცხადა […]

ისლანდიის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმი დააანონსა

ისლანდიის ახალმა სამპარტიულმა მთავრობამ, რომელიც 21 დეკემბერს შეიქმნა, თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები და ცენტრისტები, რომლებიც ახალ მთავრობაში შევიდნენ, დაჰპირდნენ საზოგადოებას ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომელიც „დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე, მშვიდობაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროკავშირთან, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ნატო-სთან“. კოალიციურ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „რეფერენდუმი ისლანდიის […]

ჩეხეთის სენატმა ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდის აქტად აღიარა

18 დეკემბერს ჩეხეთის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 1944 წელს ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციას გენოციდის აქტად აღიარებს. სენატის ვებგვერდის ინფორმაციით, სხდომას 76 სენატორი ესწრებოდა. მათგან 70-მა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ოთხმა თავი შეიკავა და არცერთს წინააღმდეგ არ მიუცია ხმა. ჩეხეთი გახდა მეშვიდე ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით ოფიციალურად დაგმო. ასეთი გადაწყვეტილება უკვე […]

ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს – რაუფოღლუ

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, იანვარშივე წარუდგინოს ახალ კონგრესს MEGOBARI აქტი. რაუფოღლუს ინფორმაციას ანონიმური წყაროები უდასტურებენ. “კონგრესის მოწინავე წევრებისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი გეგმავს, ახალ კონგრესს ჯერ კიდევ იანვარში ხელახლა წარუდგინოს MEGOBARI აქტი, ეს დღეს კონგრესიდან სამმა წყარომ დამიდასტურა. კანონპროექტი იმ პირების სანქცირებას მოითხოვს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს […]

„წარმოების განვითარებაზე პარტნიორებს ვესაუბრებოდი, მაგრამ ყველაფერი გაჩერებულია“ – ზვიად ციკოლია (bm.ge)

სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია აცხადებს, რომ საქართველოში „ციკოლიას“ ბრენდისა და წარმოების განვითარებაზე პარტნიორებს ესაუბრებოდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი გაჩერებულია. BM.GE-სთან ქვეყანაში შექმნილ რთული პოლიტიკური ვითარების ბიზნესზე გავლენაზე საუბრისას ბრენდ „ციკოლიას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბიზნესი სერიოზულ გაურკვევლობაშია. „საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და მინდა ისეთი პროექტები განვახორციელო აქ, რაც ჯერჯერობით ქვეყანაში არ ყოფილა, ამაზე ჩემს პარტნიორებს ვესაუბრებოდი, მაგრამ […]

დღეები დათვლილია, თქვენს მხარეს, მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან – ლორა თორნტონი

დღეები დათვლილია, არავინ არის თქვენს მხარეს – არც მოცეკვავეები, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები. თქვენს მხარეს, მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან, – წერს გერმანიის მარშალის ფონდში დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში და 21 დეკემბერს, პროტესტის 24-ე დღეს, აქციის მონაწილეების მიერ […]

“ორლანდოს” დაუჯერებელი ქამბექი და გოგას მორიგი ორმაგი დუბლი “მაიამი ჰიტთან”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “მაიამი ჰიტს” უმასპინძლა და 121:114 გაიმარჯვა. მასპინძლები პირველ ტაიმში 22 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, თუმცა ჯამალ მოსლის გუნდმა ორი ლიდერის, ფრანც ვაგნერისა და პაოლო ბანკეროს გარეშე, მატჩის შემოტრიალება მოახერხა. “ორლანდოს” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო და მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ 31:18 წუთში […]

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. 22 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა 12° – წვიმა სოხუმი 12° – წვიმა ზუგდიდი 13° – მოღრუბლული მესტია 5° – უმეტესად ღრუბლიანი ფოთი 13° – მოღრუბლული ბათუმი 15° – მოღრუბლული ოზურგეთი 15° – მოღრუბლული ქუთაისი 13° – უმეტესად ღრუბლიანი ამბროლაური 10° – უმეტესად ღრუბლიანი […]

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა – რა არის დაგეგმილი პროტესტის 25-ე დღეს?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დღეს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა და 21:00 სა­ათ­ზე, სი­ტყვით გა­მო­ვა. რო­გორც მან შა­ბათს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლამ ერ­თად კი­დევ ერთხელ უნდა და­ა­ფიქ­სი­როს, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაა. “სას­წრა­ფოდ უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ამის­თვის მე ხვალ ვიქ­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წინ ხალ­ხთან ერ­თად. 21:00 სა­ათ­ზე გა­მო­ვალ სი­ტყვით, რათა ყვე­ლამ ერ­თად – არა მხო­ლოდ მათ, […]