მამარდაშვილი ლივერპულის მომავალია – არნე სლოტი

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა. 45 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი: “ახალი ტრანსფერებით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. კიეზა გუნდს უკვე დაეხმარება, ის ძლიერი ფეხბურთელია და მისი იმედი მაქვს. რაც შეეხება მამარდაშვილს, ის ლივერპულის მომავალია. გიორგი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ახლა დავიწყეთ.” ლივერპულმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ […]

მეუფე დავითი – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება სასარგებლო

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო, – ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ. „კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს […]

მამუკა ხაზარაძე: “თუ ივანიშვილის ეს დაპირებაც წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით”

მამუკა ხაზარაძე: “თუ ივანიშვილის ეს დაპირებაც წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით” ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სოციალურ ქსელში, წერს: 12 წელია “ქართული ოცნება” და ბიძინა ტყუილში აცხოვრებს ჩვენს მოქალაქეებს. 100 ქარხნის აშენებით, თითო სოფელში 5 მილიონის დარიგებით, უფასო ფულით, ტარიფების განახევრებითა და კიდევ უამრავი ცრუ […]

როგორია ფინანსურ დანაშაულთა სტატისტიკა საქართველოში

2024 წლის ივლისში, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, ამ მიმართულებით დევნა მიმდინარე წლის ივლისში 16 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო გასული წლის ივლისში – 31-ის. უფრო დეტალურად, 9 შემთხვევაში დევნის დაწყების მიზეზი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაა იყო, ხოლო 7-ზე – გადასახადისათვის თავის არიდება. რაც […]

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი – ცესკო-ს განცხადება

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი – ცესკო-ს განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლიანად და გამჭვირვალედ აირჩია, კეთდება მანიპულაციური განცხადებები, თითქოს […]

“ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისში, “სიტის” შემდეგ ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე” – ტენ ჰაგი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში მანჩესტერ კლუბში საკუთარი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელის თქმით, “მანკუნიანელთა” ფანები კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით, “იუნაიტედმა” “სიტის” შემდეგ, ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. “ბოლო 2 წლის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სიტის” შემდეგ, ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. ეს რეალობა და ფაქტია. გვინდა წელსაც ბევრი […]

პროტოპრესვიტერი: შევთანხმდით ჩანაწერზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფოებრიობის საყრდენია

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ “მართლმადიდებლობა სახელმწიფოს საყრდენია”. როგორც ის ფორმულასთან აღნიშნავს, ახლა გრძელდება კონსულტაციები იმის შესახებ, თუ რომელი ტერმინი იქნება გამოყენებული – საყრდენი, საფუძველი, თუ განმსაზღვრელი, თუმცა შეთანხმება მიღწეულია იმაზე, რომ კონსტიტუციაში ეკლესიის როლი აისახება. “მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ დავთანხმდით, არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, […]

ვაშაძეს, ამ სამარცხვინო კლოუნს, ჩამოყალიბებულ “კომსომოლს” ოგბუნუჯუმ მოუგო არჩევნები და უტიფრად ბედავს, ასეთ ტყუილებს გაჰკივის

ამ სამარცხვინო კლოუნს, ჩამოყალიბებულ “კომსომოლს” ოგბუნუჯუმ მოუგო არჩევნები და უტიფრად ბედავს, ასეთ ტყუილებს გაჰკივის,- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხდება და მათი რეიტინგი 20 %-ია. მისივე თქმით, ეს ყოველივე სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. „ამ სამარცხვინო კლოუნს, ჩამოყალიბებულ “კომსომოლს” […]

ამერიკული სტარტაპი ლაბორატორიაში გაზრდილი კაკაოს გაყიდვას მომავალი წლიდან დაიწყებს

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კაკაოს დეფიციტის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მეცნიერები უკვე მუშაობენ შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის ზრდისთვის ალტერნატიული მეთოდების შემუშავებასა და კაკაოს შემცვლელების შექმნაზე. ამერიკულმა სტარტაპმა California Cultured, რომელიც მცენარეთა უჯრედების კულტივირებითაა დაკავებული, კაკაოს ლაბორატორიაში გაზრდა დაიწყო და პროდუქტის გაყიდვას მომავალი წლიდან გეგმავს. სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის, ალან პერლშტეინის ინფორმაციით, კალიფორნიაში მდებარე ლაბორატორიაში გაზრდილ კაკაოს, რომლის უჯრედებსაც […]

ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს – დანიელ ფრიდი

ფერადი რევოლუციების შესახებ რუსეთი წლებია ცრუ ნარატივებს ავრცელებს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენილ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. დიპლომატის თქმით, ამერიკას არც უკრაინაში გამოუწვევია ნარინჯისფერი რევოლუცია და არც ვარდების რევოლუცია საქართველოში. ფრიდი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას უბიძგოს, კიდევ უფრო მეტი ავტორიტარული ნაბიჯები გადადგას. “რუსეთი ქმნის ცრუ ნარატივებს, საბაბს, რომელიც […]