ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

№ 7, სექტემბერი, 2024 შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვებს – ვალდებულია თუ არა საჯარო სამსახური მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია კონკურსის შედეგების თაობაზე. საჯარო სამართლის იურიდილი პირის (სსიპ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსში მონაწილე კანდიდატები პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეაფასა, რის საფუძველზეც მომზადდა ჯამური შეფასების ფორმა, რომელიც ოქმს დაერთო. კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება […]

აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის (Show Dance) მიმართულებით. აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ. მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამე კი ბულგარელ წყვილს ერგო. ტურნირზე 11 წყვილი ასპარეზობდა. ქართველმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს გაიმარჯვა.

პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენები ასპარეზობას 3 სექტემბრიდან განაგრძობენ

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების მეოთხე დღეს ორმა ქართველმა პარასპორტსმენმა იასპარეზა. გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა მძლეოსანმა ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. გიგა ოჩხიკიძის მოპოვებული ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების ისტორიაში მეექვსე მედალია. აღსანიშნავია, […]

ირლანდია მოწევის და ვეიპინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებისთვის ემზადება

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ, საჯარო კონსულტაციის შემდეგ მოამზადა წინადადებები უფრო მკაცრი წესების შესახებ თამბაქოს და ვეიპის გაყიდვისა და მოხმარების რეგულირებისთვის. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Euractiv – იუწყება. ირლანდიაში საჯარო კონსულტაციები ნოემბრიდან იანვრამდე გაგრძელდა. ჯამში, მასში მონაწილეობა თითქმის 16 ათასმა ადამიანმა მიიღო, მათგან 90% მწეველი იყო.

გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა – პროექტის ღირებულება ₾18.8 მლნ-ია

„ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი. დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი. […]

Philip Morris-ის დისტრიბუტორის შემოსავლები 2-ჯერ აჭარბებს JTI-ის და BAT-ის შემომტან კომპანიებს – როგორია თამბაქოს ბიზნესი?

თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუტორებს, მწარმოებლებს და ქსელურ მაღაზიებს, 6 კომპანიის მაგალითზე Finspot-ი გაეცნო. შპს “ჯი დი აი”, შპს “ელიზი ჯგუფი”, სს “თ & რ დისტრიბუშენ”, შპს “გეოდისტრიბუცია”, სს “თბილისის თამბაქო” და შპს “ვეიფორია”-დან 4 სადისტრიბუციო კომპანაა, პირველი 3 წამყვანი გლობალური სიგარეტის მწარმოებლების პროდუქციის იმპორტს და/ან საბითუმო დისტრიბუციას ახდენს. “გეოდისტრიბუცია” კი ძირითადად “თბილისის თამბაქოს” მიერ წარმოებულ პროდუქციას […]

ისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს – როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები…

საქართველოს ნაკრები “ერთა ლიგისთვის” მზადებას იწყებს. სანაკრებო პაუზის წინა კვირას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. მშვენიერია, რომ ყველა გამოძახებული ჯანმრთელადაა. უმეტეს შემთხვევაში, სეზონი ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენებურების სათამაშო ფორმაზე საუბარი შესაძლებელია. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში უკლუბო და ნაკლები პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები არ არიან. ბოლო მომენტში “ჯვაროსნებს” საბა გოგლიჩიძე დაემატა, რომელსაც სერია “ა”-ში დიდებული […]

გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ცესკოს ტერიტორიაზე ღობის გაკეთება და ადმინისტრაციაში მანდატურის სამსახურის შემოღება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ გახდა საჭირო ცესკოს ტერიტორიაზე ღობის გაკეთება და ადმინისტრაციაში მანდატურის სამსახურის შემოღება. როგორც კალანდარიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ინფრასტრუქტურა მაღალი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვისათვის განხორციელდა, ისივე როგორც „პრევენციული“ ზომებისთვის, მანდატურის სამსახურის შექმნა კი ადამიანური რესურსებისა და შენობა-ნაგებობებში სამუშაო სივრცის მატებამ განაპირობა. „სამწუხაროა, რომ ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან ეს საკითხი […]

ბადრი ჯაფარიძე – „ქართულ ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო – ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს

„ქართულ ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. „ქართულ ოცნებას” არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების არანაირი ინტერესი არ ჰქონია, […]

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

2 სექტემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: · 1 აშშ დოლარი – 2.6911 ლარი. კურსის ცვლილება 0.09 თეთრი. · 1 ევრო – 2.9809 ლარი. კურსის ცვლილება 0.56 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5447 ლარი. კურსის ცვლილება 0.69 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0790 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი; · […]