ოლაფ შოლცის განცხადებით, თიურინგიაში არჩევნების შედეგები, რომელშიც ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს, „მწარე და შემაშფოთებელია“

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, გამორიცხონ მემარჯვენე ექსტრემისტები, მას შემდეგ რაც გერმანიის თიურინგიის მხარეში ჩატარებული კენჭისყრის წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 32.8%-ით ლიდერობს, საქსონიაში კი პარტია, ხმების 30.6%-ით, მეორე ადგილს იკავებს. შოლცმა კენჭისყრის შედეგებს მწარე და შემაშფოთებელი უწოდა. „ჩვენი ქვეყანა ამას ვერ და არც უნდა შეეგუოს. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ […]

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო სხდომას ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, სასამართლო პროცესს ანა ფოტიგა პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავასთან ერთად დაესწრება. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე იმართება. სააკაშვილთან […]

გლობალური ომის პარტია მოსკოვშია, აშშ კი საქართველოს მეგობარია – დევიდ კრამერი

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ გლობალური ომის პარტია მოსკოვშია, აშშ კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, არასწორთან ერთად, სისულელე და შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ აშშ გლობალური ომის პარტიის ნაწილია ან საქართველოს ომში ჩართვა სურს. „ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამჟამად […]

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს პოსტს, რომელშიც საზოგადოებას პატარა მათეს დახმარების თხოვნით მიმართავს. „პატარა მათე თირკმლის დაკარგვის საშიშროების წინ დგას, მისთვის საჭიროა მეხუთე გადაუდებელი ოპერაცია რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული დავეხმაროთ ყველა ერთად! პირადი ნომერი 61506081894 თბს ანგარიშის ნომერი GE70TB7836045061100115 მიმღები ქრისტინა კონცელიძე საქ ბანკი GE62BG0000000581029015 მიმღები ქრისტინა კონცელიძე“

ინტერნეტი შინამეურნეობების 91.5%-ს აქვს – როგორია საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა

შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 91.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 4.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 94.5 და 87.5 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის […]

იან კელი – დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი – სამყარო თავდაყირა დატრიალდა საქართველოში!

დასავლეთისგან შებრუნების პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი, აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობების შეცვლის ნამდვილი გამომწვევი იყო „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, – ამის შესახებ საქართველოში აშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე – „2024- გადამწყვეტი წელი“- განაცხადა. ყოფილმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გენში აქვს პროდასავლურობა და ამ გზაზე მას შეერთებული შტატები არა მხოლოდ რიტორიკულ, […]

არჩილ თალაკვაძე – გვქონდა გულწრფელი შეთავაზება ეკლესიასთან, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს უფრო მყარი გარანტიები, დაცვის კიდევ უფრო მაღალი სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის – ამასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება შედგა

ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სამომავლოდ ეს იქნება ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია და იმედი აქვთ, რომ შეტევებს და თავდასხმებს ეს ჩანაწერი თავისთავად დააზღვევს […]

ირაკლი ქარსელაძე – გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, განახლებული გზა სანდარტებს სრულად შეესაბამება. „ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის […]

რა იყო ენკენია და რატომ უწოდებდნენ უწინ შემოდგომის პირველ თვეს ენკენისთვეს

სექტემბრის სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვისგან „სეპტემ“, რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ იულიუს კეისრის რეფორმა გატარდებოდა. საქართველოში ახალი წელიწადი ამ თვით იწყებოდა, ამიტომ ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელია ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებით მას ენკენისთვეს უწოდებენ. ენკენობა ქართული საერო დღესასწაული იყო და გასულ საუკუნეებში 26 სექტემბერს აღინიშნებოდა. ენკენობას […]

სემეკში ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გამართული საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა მათიას კნაუფმა ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნებში ენერგეტიკის სამართლის აღსრულების შესახებ, […]