ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია – კრამერი

„ნამდვილი გლობალური ომის პარტიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და არა — ამერიკულის“, — განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ. წელს პირველად, კონფერენციაზე სპიკერებად მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, […]

მობილური ტელეფონი საქართველოს მოსახლეობის 90.8%-ს აქვს

„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6 პროცენტი შეადგინა. შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების […]

იანვარ-ივლისში საქართველომ $3 მილიონის იახტები შეიძინა

იანვარ-ივლისში საქართველომ 3 მილიონ 107 ათასი დოლარის ღირებულების იახტები და დასვენებისა და სპორტისთვის განკუთვნილი სხვა მოცურავე საშუალებები შეიძინა. იახტების იმპორტის ღირებულება წლის ამ პერიოდში 16.1%-ით გაიზარდა. ვრცლად bm.ge – ზე

დენიელ ფრიდი – არ მესმის და ვერავინ ამიხსნა, როგორ დაეხმარება „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ძლიერებას – ბაიდენის ადმინისტრაცია და სახდეპარტამენტი ფიქრობს, რა შეიძლება გააკეთონ არჩევნებამდე, რათა მთავრობამ არ ითაღლითოს

ქართველები ამბობენ, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავენ. კარგი აზრია, მაგრამ საქართველოსა და მისი დემოკრატიის დასუსტება მას არ მოუტანს ევროპულ მომავალს, არამედ მომავალს კრემლის დაქვემდებარებაში, – ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა “თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, […]

დევიდ კრამერი – აშშ-სთვის გლობალური ომის პარტიის წოდება აბსურდია – რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია

ქართველების გადასაწყვეტია, ვის აირჩევენ თავიან ლიდერებად, ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ. […]

ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. „მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს […]

„სემეკში“ ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სემეკი“ ავრცლებს. მათი ცნობით, „სემეკისა“ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის გაზრდა, […]

პარლამენტი უზენაესს სასამართლოში კიდევ ერთ ახალ მოსამართლეს აირჩევს

პარლამენტი უზენაესს სასამართლოში კიდევ ერთ ახალ მოსამართლეს აირჩევს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წარუდგინა მარსაგიშვილს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს.

წალენჯიხის მერი – წალენჯიხის მერიას გრანტი „რუსული კანონის“ მიღების გამო გაუუქმდა, ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ

ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას – წალენჯიხის მერიას გრანტი “რუსული კანონის” მიღების გამო გაუუქმდა, ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ წალენჯიხაში, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა შეჩერებულ პროექტებსა და საგრანტო დახმარებებზე უწევს საუბარი. მისივე […]

GCCA – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 570 განაცხადი დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის რვა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 570 განაცხადი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 59 დარღვევის ფაქტი 123 საქმეზე დადასტურდა. „GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს – 47 საქმეზე ჯარიმა […]