აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ 125 ადგილიდან პარლამენტში 68 ადგილს დაიკავებს, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩვენო კომისია ავრცელებს თითქნის ყველა უბნის მონაცემების დათვლის საფუძველზე. კიდევ 44 ადგილი პროსახელისუფლებო პოზიციის მქონე დამოუკიდებელ კანდიდატებს შეხვდებათ.12 ადგილს დაიკავებენ პატარა პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მთავრობას უჭერენ მხარს. მხოლოდ ერთ ადგილს დაიკავებს „რესპუბლიკური ალტერნატივის“ წარმომადგენელი ოპოზიციონერი კანდიდატი ერკინ გარიდლი […]
კვლავ დაიბომბა რუსეთის ქალაქი ბელგოროდი, დაინგრა საბავშვო ბაღი

2 სექტემბერს, დილით, ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიში განხორციელდა, განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. თავდასხმის შედეგად მოხდა „პირდაპირი დარტყმა ერთ სოციალურ და ერთ კომერციულ ობიექტზე“, – დაწერა გუბერნატორმა და გამოაქვეყნა დაზიანებული საბავშვო ბაღის ფოტო. ის მთლიანად განადგურებულია, დასძინა გლადკოვმა. მისი თქმით, ასევე დაზიანდა ორი კერძო სახლი და ერთი ავტომობილი. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ კვირაში […]
კახა ოქრიაშვილი – მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“. რამდენიმე კითხვა „რუსულ ოცნებას“: ვინ არის ამის წინააღმდეგი? რატომ დასჭირდათ 12 წელი იმის აღმოსაჩენად, რომ ქართულ […]
შალვა პაპუაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა, გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად

სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა, გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, იდეოლოგიური კონფორმიზმი და გამჭვირვალობის ნაკლებობა განასხვავებს ტოტალიტარულ საზოგადოებას ჭეშმარიტად დემოკრატიულისაგან. „გასულ კვირას ქართულმა „სამოქალაქო საზოგადოებამ“, ანუ უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დააშინეს და შეავიწროვეს თავიანთივე წევრი – […]
თინა ბოკუჩავა – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას და დაპირისპირებას

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას და დაპირისპირებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სხდომა გაიმართება. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც ეკონომიკური მაჩვენებელი […]
დღეიდან მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ

დღეიდან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. „აღნიშნულს ითვალისწინებს […]
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას ანა ფოტიგა დაესწრება

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა დაესწრება. ის სასამართლოში უკვე მივიდა. სხდომას ესწრება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
ევროპარლამენტარი: ეს სტრატეგია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს წააგებინებს

„მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრის, ჩეხი ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას შეფასებით, ოპოზიციის აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიის რაობას და დე ფაქტო სახელმწიფოს მიტაცება იქნება. მან ხაზი გაუსვა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხა საქართველოსთვის ისეთივე სანქციების დაწესება, როგორც ეს ბელარუსის შემთხვევაში მოხდა. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს ბერკეტების სისტემა რომლის დიდი ნაწილი ჯერ გამოყენებული […]
ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე
ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა, რადგან არჩევნები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე პირველად ტარდება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას: აზერბაიჯანს, […]
დიდი ალბათობით ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში – ამით ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს

დიდი ალბათობით ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში – ამით ისინი ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან საკუთარი თავის მიმართ გარდაუვალ გამამტყუნებელ განაჩენს დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ანტიქართული ენჯეო-სექტორი არ შეასრულებს “გამჭვირვალობის” კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არ დარეგისტრირდება სავალდებულო რეესტრში. ამით ისინი არა მხოლოდ დემონსტრაციულად კანონგარეშე მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ მათთვის უცხო და გაუგებარ ქვეყანაში, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯით […]