ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 2 105 ლარს გაუტოლდა

2024 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.4 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ […]

პრეზიდენტი: ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის „გარდამტეხი წელი” მონაწილეებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რომ ამა წლის 26 ოქტომბერი ქვეყნისთვის განსაკუთრებული გადამწყვეტი, ეგზისტენციალური მომენტია. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოცნებად ყოფნა შეწყვიტა და კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს მის დიდი ხნის მიზანს. „ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, […]

8 ბავშვის მიმართ პედოფილიის, გარყვნილი ქმედებისა და გამოძალვისთვის 32 წლის კაცი დავაკავეთ -საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 32 წლის კაცი, რომლესაც პედოფილია, გარყვნილი ქმედება და სექსუალური გამოძალვა ედება ბრალად. უწყება 8 სხვადასხვა ბავშვის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე აწარმოებს გამოძიებას. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა შექმნა ფეისბუქისა და ინსტაგრამის ყალბი გვერდები. ამ გვერდების მეშვეობით ის 15 წლის ბიჭის სახელით ეცნობოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათობით გოგონას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნდობის მოპოვების შემდეგ […]

გერმანიის ნაკრების ახალი კაპიტანი იოზუა კიმიხი იქნება

ერთა ლიგაზე სექტემბერში ჩასატარებელი მატჩების წინ გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა გუნდის ახალ კაპიტნად იოზუა კიმიხი დაასახელა. „გუნდის ახალი კაპიტანი იოზუა კიმიხი იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტნები – ანტონიო რუდიგერი და კაი ჰავერცი. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთეთ, ეს ფეხბურთელები თავიანთი ახალი როლების მორგებას მოუთმენლად ელიან“, – განაცხადა ნაგელსმანმა სანაკრებო მატჩების წინ გამართულ პრესკონფრენციაზე. ასევე ცნობილი […]

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, მათგან დაკავებულია 2 პირი – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან […]

ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის რვა ფაქტზე 32 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების რვა ფაქტი გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა რ.ქ -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუკ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭის ფოტოსურათებს, […]

“მართლაც დაუჯერებელი გრძნობაა” – სტამბოლში ჩასულმა ოსიმენმა “გალათასარაის” ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა

“ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით “გალათასარაიში” ოფოციალურად გადავიდა. მას სტამბოლის აეროპორტში კლუბის არაერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ნიგერიელმა ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. “დაუჯერებელი გრძნობაა, მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. “გალათასარაის” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და აქ ყოფნა მართლაც მახარებს. შევხვდებით სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გატანილი გოლებით ფანები ბევრჯერ გავახარო. მერტენსი? – […]

გიორგი ვაშაძე – მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?

მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ? – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართა საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, თუ რატომ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობა. „თუ ის არის სიცრუე, რომ თქვენი […]

ჰუგეს მინგარელი – ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს

თუ ჩვენს ძირითად პრინციპებს საქართველოს მთავრობა არღვევს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავასანქციროთ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუწესოთ სანქციები ქართველ ხალხს, – ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, ჰუგეს მინგარელმა თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა. მისი თქმით, დიდი შეცდომა იქნება ევროკავშირის მხრიდან ქართველი […]

შალვა პაპუაშვილი – გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. „გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას. მილი მეჯლისმა მოიპოვა აზერბაიჯანელი ხალხის დემოკრატიული მანდატი, რათა განაგრძოს ძლიერი და ერთიანი აზერბაიჯანის მშენებლობა. მოუთმენლად ველი ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.