ბენიამინ ნეთანიაჰუ – ბრიტანეთის სამარცხვინო გადაწყვეტილება ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვაზე, ვერ შეცვლის ისრაელის სიმტკიცეს, დაამარცხოს „ჰამასი“ – ბრიტანული იარაღით, თუ მის გარეშე, ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაერთიანებული სამეფოს მიერ ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვას სამარცხვინო გადაწყვეტილებად აფასებს. „ჰამასის“ მიერ ექვსი ისრაელელი მძევლის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელს იარაღის ექსპორტის 30 ლიცენზია შეუჩერა. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ისრაელის სიმტკიცეს, დაამარცხოს „ჰამასი“, გენოციდური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც 7 ოქტომბერს სასტიკად მოკლა 1200 ადამიანი, მათ შორის ბრიტანეთის 14 […]
მამუკა მდინარაძე – ლეგიტიმაცია გვჭირდება, რომ „ნაცმოძრაობა“ გავასამართლოთ – ეს რა გზით იქნება, კანონში აისახება, თუ – არა, საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ

ეროვნული საკითხების განმტკიცების პარალელურად, ჩვენ მაქსიმალური ლეგიტიმაცია გვჭირდება, რომ „ნაცმოძრაობა“ გავასამართლოთ და შემდეგ, ეს პარტია აიკრძალოს იმისათვის, რომ ველი „ნაცებისგან“ მოსუფთავდეს და ჯანსაღმა, ეროვნულმა ძალებმა პოზიციონირება შეძლონ. ეს რა გზით იქნება, კანონში აისახება, თუ – არა, საზოგადოებასთან ერთად ბევრი სამსჯელო იქნება, გადაწყვეტილებას არჩევნების შემდეგ მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ის […]
მაია ბითაძე ოპოზიციას – არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად აირჩევს გზას, რომელსაც ქართული იდენტობა, მშვიდობა და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჰქვია

ისევე როგორც ის 9-წლიანი, ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს მოსახლეობას არ დავიწყებია, ასევე არ დაავიწყდება საქართველოს მოსახლეობას ის, რაც ჩაიდინეთ მიმდინარე წელს და არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად აირჩევს გზას, რომელსაც ქართული იდენტობა, მშვიდობა და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჰქვია, – ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მაია ბითაძის […]
ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – კონფერენცია ღიაა ყველასთვის, მათ თუ ექნებოდათ სურვილო, შეეძლოთ თავადვე დარეგისტრირებულიყვნენ – გამზადებული მოსაწვევი რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან ვერანაირად ექნებოდა

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე 2-დღიან კონფერენციაზე „ქართული ოცნების” წევრები მოწვეული არ ყოფილან და აღნიშნავს, რომ “რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მათი მხრიდან გამზადებული მოსაწვევი ვერანაირად ექნებოდა”. ამის შესახებ მან „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი […]
ალუდა ღუდუშაური – ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს დავასრულოთ ის ბოროტება, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

სხდომათა დარბაზში ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ახსენა, რომ ქვეყანაში გამოწვევებია და დიახ, დავეთანხმები მას და ვიტყვი, რომ ქვეყანაში მართლაც არაერთი გამოწვევაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია მიმდინარეობს, დარბაზში კი, რადიკალური ოპოზიციის ფლანგი ცარიელია და […]
იმპოსტი მეპი დამკვეთებს ახალ მიმართულებას სთავაზობს

იმპოსტი მეპი დამკვეთებს ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი მომსახურების დამატების გადაწყვეტილება ტექნიკურ სერვისთან დაკავშირებით არსებულ მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. “შევქმენით დეპარტამენტი, ავიყვანეთ კადრები და გადავამზადეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დამატებული გვაქვს სერვისი, უკვე ათობით ობიექტი დავაკონტრაქტეთ”,-ამბობენ კომპანიაში. თითოეული სისტემის მონტაჟისას, რესურსის სრულად გამოყენებასთან ერთად, პრიორიტეტი შენობაში კომფორტული, უსაფრთხო გარემოს შექმნაა და სწორედ ამას ემსახურება […]
„გირჩი“ ენმ-სთან და პლატფორმა „დაიტოვესთან“ არჩევნებზე ხმების კოორდინირებულ დაცვაზე შეთანხმდა

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” და საზოგადოებრივ პლატფორმა „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების კოორდინირებულ დაცვაზე შეთანხმდა. საპარლამენტო პარტია მზად არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ადგილები სხვა პარტიებსა და სამოქალაქო მოძრაობებს გაუზიაროს. „არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად […]
Amnesty International-ი აზერბაიჯანს მოუწოდებს გაათავისუფლოს სამადოვი და მთავრობის სხვა კრიტიკოსები

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი გმობს აზერბაიჯანში მთავრობის კრიტიკოსების დაკავების და დევნის წინასაარჩევნო, “საგანგაშო” ტალღას, და გამოდის მოწოდებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პოლიტიკის ანალიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვი, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი, სხვა კრიტიკოსებთან ერთად. ორგანიზაცია 2 სექტემბერს აცხადებდა, რომ დევნა წინ უსწრებდა აზერბაიჯანში წინა დღეს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს – იმ ფონზე, როცა დიდი ხნის მეტოქესთან, სომხეთთან, სამშვიდობო […]
ვენესუელის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის დაპატიმრების ორდერი გასცა

ვენესუელის სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა. დოკუმენტი ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. გონსალესს ადგილობრივი ოპოზიცია, აშშ და ევროკავშირი არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს. პროკურატურის განკარგულებაში ნათქვამია, რომ გონსალესი რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის. კანონებისადმი დაუმორჩილებლობის წაქეზებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, საინფორმაციო სისტემების საბოტაჟსა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებში მონაწილეობაში. ორდერი პოლიციას ნებავს რთავს დააკავოს და პროკურატურას გადასცეს […]
შალვა პაპუაშვილი – ამ სიძულვილის ზღვაში, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ ორი გამოვარჩიე – ერთზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროკავშირი, მეორეზე – რომ ეს არის ამერიკა, არადა, სინამდვილეში, პირველი ევროპის კარიკატურაა, ხოლო მეორე – ამერიკის

ასე მოხდა, რომ ერთი, უცხო ქვეყნის ჰიმნზე გულზეხელისდამდები ენჯეოს დამსახურებით, სექტემბრის დასაწყისი, რთველის დაწყებასთან ერთად, აგერ უკვე მერამდენე წელია, უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას და რასა იუკნევიჩიანეს და დევიდ კრამერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. […]