ლევან დავითაშვილი – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია – ჩვენი შემდეგი ნაბიჯები კიდევ უფრო აქტიური და დაჩქარებული უნდა იყოს

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალში, ასევე მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო, […]
ლევან დავითაშვილი – შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ხელს შეუწყობს არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ – ის ხელს შეუწყობს ევროპის და არამარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში […]
ვასო ურუშაძე – დეპუტატები, რომლებმაც „რუსული კანონი“ მიიღეს და რომელსაც თავად უწოდებდნენ გამჭვირვალობის კანონს, თვითონ არ ასრულებენ სახელმწიფოს წინაშე მდგარ ვალდებულებას, მათი დეკლარაციები არ არის გამჭვირვალე

საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც „რუსული კანონი“ მიიღეს და რომელსაც თავად უწოდებდნენ გამჭვირვალობის კანონს, თვითონ არ ასრულებენ სახელმწიფოს წინაშე მდგარ ვალდებულებას, მათი დეკლარაციები არ არის გამჭვირვალე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ifact.ge-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ვიქტორ ჯაფარიძე თავის შემოსავლებს მალავს. ურუშაძის თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები კორუფციულ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლტავაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების მიერ ქალაქ პოლტავაზე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა. „ამჟამად არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ორი ბალისტიკური რაკეტით საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა. ნაწილობრივ დაინგრა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის ცნობილია 41 გარდაცვლილის შესახებ“, – […]
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა თავად ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. „დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები […]
კახა ოქრიაშვილი – „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „469 არასამთავრობო ორგანიზაცია ნებაყოფლობით დარეგისტრირდა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში. ასევე, ჯერ დარეგისტრირდა და შემდეგ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა მოძრაობამ „სირცხვილია“. დიდი ალბათობით, ყველა დარეგისტრირებული ორგანიზაცია არის „რუსული ოცნების“ გავლენის ქვეშ – პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი „რუსული ოცნების“ აგენტები არიან. ზოგი ჭირი მარგებელია, რადგან „რუსულმა ოცნებამ“ […]
ზურაბიშვილი „ოცნებას“ ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნაცების მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა, ის ადასტურებს რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი, დასავლეთის ნების აღსრულებით არიან დაკავებული

ზურაბიშვილი „ოცნებას“ ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნაცების მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა, ის ადასტურებს რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი, დასავლეთის ნების აღსრულებით არიან დაკავებული „პრეზიდენტი დასავლელი ბატონების ნებას მიყვება და ოცნებას ქართულ კოშმარად მოიხსენიებს, ზუსტად ისე როგორც ეს ნაცების დიდმა მეგობარმა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა გააკეთა. სალომეს ფრაზა […]
“ძალიან არადემოკრატიული განცხადებებია”- თორნტონი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე

გერმანიის მარშალის ფონდის დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორი ლორა თორნტონი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ოცნების მუქარას აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის განცხადებები “ძალიან არადემოკრატიულია”. ამაზე მან ფორმულას ეთერში ისაუბრა. “ჩვენ მოვისმინეთ ძალიან არადემოკრატიული განცხადებები. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მრავალ ქვეყანაში მიცხოვრია, ასეთი დაპირება არ გამიგია და არ მომისმენია არჩევნების წინ, რომ დემოკრატია უნდა […]
საქართველოს კანდიდატის სტატუსი ხალხის გამო მიანიჭეს, მაგრამ უკვე ნამეტანია — ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და მოქმედი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩიუსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინი არარეალისტურია. ლინკევიჩიუსს, რომელიც თბილისში მე-8 საერთაშორისო კონფერენციას „გარდამტეხი წელი“ ესწრება, „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რა შანსი აქვს საქართველოს, თუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება და არსებულ […]
ნორვეგიაში ელექტრომობილების გაყიდვებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ნორვეგიაში ელექტრომობილების გაყიდვებმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: ელექტრომობილებმა შეადგინა აგვისტოში ქვეყნის მცხოვრებლების მიერ შეძენილი ახალი მანქანების 94%. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ AFP ნორვეგიის საგზაო ფედერაციის (OFV) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ნორვეგიელებმა აგვისტოში 10,480 ახალი ელექტრომობილი შეიძინეს, წლის დასაწყისიდან კი მათი საერთაო რაოდენობა 68,435-მდე გაიზარდა.