დასავლეთის სანქციები ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოს ბაზარი ახლა გაუგებარია – GEC Consulting

ბიზნეს და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting-ის პარტნიორის შეფასებით, აშშ-სა და ბრიტანეთისგან დაწესებული სანქციები კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ საქართველო დასავლეთისგან იზოლირდება. როგორც გიორგი სიმონგულაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებული სანქციები ინვესტორებისთვის სიგნალია, რომ მათ საქართველოში საკუთარ საქმიანობას გადახედონ. „სანქციები ქვეყნის იმიჯზე კარგად არ მოქმედებს, თუმცა ეს გამოძახილია იმ პროცესებისა, რაც აქამდე იყო, […]

ლოზუნგით – „ჩვენი მომავალი ევროპაშია“ ფრანკოფონების მსვლელობა მიმდინარეობს

ფრანკოფონები საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ჩვენ გვირჩევნია პარიზში ღვინის დალევა, ვიდრე არყის ჩელიაბინსკში!”, „საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ჩვენი მომავალი ევროპაშია”. ამასთან, მათ თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაარღვია და საქართველოს მოქალაქეები ევროპული კურსიდან გადახვევას არ […]

“მეც ვიყავი მიწვეული, მეც გავაუქმე ჩემი საწყალი 1500 ლარი” – მომღერლების ნაწილი მერიის კონცერტში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ბოლო დროს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო ზოგიერთმა მომღერალმა საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა, 31 დე­კემ­ბრის გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც ყო­ველ წელს მე­რია ატა­რებს. იმ მომ­ღერ­ლებს შო­რის, ვინც მე­რი­ას კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრა, მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი­ცაა, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს “იუ­მორს გა­ვუ­რევ, დღეს მე­პა­ტი­ე­ბა. მომ­ღერ­ლებ­მა ხომ გა­ა­უქ­მეს კონ­ცერ­ტე­ბი, ბევ­რი ხომ […]

მასზე წინ მხოლოდ ერთი მწვრთნელია – ალონსონს ბუნდესლიგაში უკვე 50 გამარჯვება დაუგროვდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა “ლევერკუზენმა” საკუთარ მოედანზე “ფრაიბურგი” 5:1 გაანადგურა, რაც “ბაიერის” დამრიგებლის რანგში ესპანელისთვის 50-ე გამარჯვება აღმოჩნდა. Opta-ს ინფორმაციით, ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებლია იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც ბუნდესლიგაში უმუშავიათ და 50 გამარჯვებას ყველაზე სწრაფად მიაღწიეს. ალონსოს ამ ნიშნულის დაფასიქსირებლად 75 შეხვედრა დასჭირდა. რეკორდი კი ხოსეპ გვარდიოლას ეკუთვნის, რომლის გაწვრთნილმა “ბაიერნმაც” 50 […]

მაიკლ კარპენტერი – სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს

სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ყველაფერი, რისკენაც საქართველო წლების, ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფოდა, ახლა სასწორზე დევს და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. “სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც […]

ახალი არჩევნების მოთხოვას 2075 ბიზნესი უერთდება

თავისუფალი ბიზნესების განცხადებას 2075 ხელმომწერი ჰყავს. საერთო განცხადებაით ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მუშავდება 800 განაცხადი.(22.12,2024. 15:00 სთ სთ-ის მონაცემები). “არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა […]

ლატვიაში უმუშევრობის ფაქტობრივმა დონემ 6,6% შეადგინა

ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის (CSB) მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში ლატვიაში უმუშევრობის ფაქტობრივმა დონემ 6,6% შეადგინა. უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, არ შეცვლილა, წლის განმავლობაში კი 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ქალებში უმუშევრობის დონე უცვლელი დარჩა და 5,4-იან პროცენტულ მაჩვენებელზე შენარჩუნდა, ხოლო მამაკაცებში 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7,9%-ს მიაღწია. 2024 […]

რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად ის ხდება, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი – კობახიძე

რა სცენარიც ვითარდება ამ 1 თვის და ბოლო დღეების განმავლობაში, ის პირდაპირ იყო ასახული პრაქტიკულად „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. „ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სიტყვა სიტყვით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და […]

“ცრემლი აღარ მაქვს” – ვინ არის გოგონა ლურჯი ყაბალახით, რომელმაც რუსთაველზე ხორუმი იცეკვა

21 დე­კემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის მარ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერთა “ხო­რუ­მი” შე­ას­რუ­ლეს. ყვე­ლას და­ა­მახ­სოვ­რდა გო­გო­ნა ლურ­ჯი ყა­ბა­ლა­ხით და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით. რო­გორც ირ­კვე­ვა ის მო­ცეკ­ვა­ვე ზან­და კონ­ცე­ლი­ძეა. გუ­შინ­დე­ლი მარ­ში­სა და ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “მო­გე­სალ­მე­ბით, გო­გო­ნა ლურ­ჯი ყა­ბა­ლა­ხით. ბევ­რი რა­მის თქმა მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც შე­მოგ­ვი­ერ­თდით. მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს […]

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა. „ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე. ეს არის არაფორმალური გავლენები და „დიფ სთეითი” არის ამ არაფორმალური გავლენების, გლობალური […]