“შემდეგი აქცია – მარში! ზურა-გირჩის შარვალჩახდილთა დასის შესრულებით!“ – ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ქალების ხორუმი! შიგ ევროპული ნოუ ხაუ! შემდეგი აქცია – მარში! ზურა-გირჩის შარვალჩახდილთა დასის შესრულებით! შავი გედების ხორუმი უკუსვლით ბალეტიდან “გედბის ტბა“! სოლისტები- მადამ სალომე, ლяკა, სალომე სამადაშვილი, ზურა-გირჩი, კიკუ და ალეკო ელისაშვილი! შენ დაუკა!“ – წერს ხაინდრავა.

პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყბის საინვესტიციო იმიჯზე აისახება – რას ამბობენ ეკონომისტები

სანქცირებულ მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება არავის მოუნდება, – ასეთია ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრება, თუმცა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე ქვეყანა არ მივა. მათი მოლოდინით, დონალდ ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდგომ ურთიერთობები დალაგდება და ვითარების დრამატიზებაც მაშინვე დასრულდება. 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენლმა კაია კალასმა […]

“ამ ომს რომ მოვიგებთ, ესენი ქუჩაში როგორ უნდა დავტოვოთ” – რა ფოტოს აქვეყნებს ნინო ჟიჟილაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჟიჟილაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს: ამ ომს რომ მოვიგებთ, ესენი ქუჩაში როგორ უნდა დავტოვოთ ცნობისთვის, მარტის აქციების პერიოდშიც და ნოემბერ–დეკემბრის აქციების პერიოდშიც, არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა, როგორ უდგანან გვერდით ადამიანებს ოთხფეხა მეგობრები, როგორ სხედან, წვებიან მათ გვერდით და იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა მათ დაცვას ცდილობდნენ ე.წ. სამართალდამცველებისგან.

“ქოცებო, აბა, რაი მიაცვ–მოაცვამთ?” – აქცია თბილისში

“დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ” – თბილისში კახელების, ქიზიყელების საპროტესტო მსვლელობაა. აქციის მონაწილეები ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მსვლელობის საბოლოო გაცერება ტრადიციულად რუსთაველის გამზირი იქნება. შეგახსენებთ, რომ უკვე 25 დღეა ქვეყანა საპროტესტო ტალღა არ წყდება. მოქალაქეები ახალი არჩევნების დანიშვნას და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას ითხოვენ.

გმირთა მოედანზე ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ დაიწყო

დედაქალაქში ვეტერანთა მარში და მსვლელობა სახელწოდებით „ანწუხელიძე“ მიმდინარეობს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება. ორივე მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები. ასევე, ბანერი წარწერით:”ევროპულ მომავალს ვერ გადათელავთ”. ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”. მარშის მსვლელობისაც გაშლილი აქვთ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო. გმირთა მოედანზე მოძრაობა შეფერხებულია. ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე […]

პარლამენტის მიმართულებით „კახელების მარში“ ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მიმდინარეობს

სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა გრძელდება. აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მართავენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ კახური დიალექტით შედგენილი ტრანსპარანტები წარწერებით: „მანამ ვირი კუდზე არ გამაგაბამთ, იქამდე არ მაისვენებთ?“, „უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი!“, „ინგილო ქალს რეჟიმით ვერ შეაშინებთ!“, „ხალხი მწყობილებიდან გამაიყვანეთ და […]

სალომე ზურაბიშვილი – ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება

ორუელმაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს და ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად, მანქანა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია იყო მოთავსებული, საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. „დღეს ორუელმა გადმოგვხედა და გაოცდა, მანაც ვერ მოიფიქრა სცენის დაპატიმრება“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

კობახიძე ზურაბიშვილს დაპატიმრებით დაემუქრა

22 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრი დაპატიმრებით დაემუქრა საქართველოს პრეზიდენტს. ირაკლი კობახიძის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გისოსებს უკან შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ის პრეზიდენტის სასახლიდან არ გავა. “29-ში მას მოუწოდებს თანამდებობის დატოვება. ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას – გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს […]

“არასწორად დაპოსტვა მოხდა” – სააკაშვილი

სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის.

“სანამ მთლად იმედის ნარატივს არ დააჯდა ხმა არ გასცა არავინ” – ბადრი გრიგალაშვილი

ასეთ იდიოტობებს პოსტავს რაც აქციები დაიწყო, სანამ მთლად იმედის ნარატივს არ დააჯდა ხმა არ გასცა არავინ, ესეც საქმეა, წინ მივდივართ, ყველაფერს ერქვევა თავისი სახელი.