შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის, ეკლიანს და მტკივნეულს, გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას – მათ ძალაუფლება სჭირდებათ, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ

ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის, ეკლიანს და მტკივნეულს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის რყევას. მათ ძალაუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ,- ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან […]

ტრამპი ნაწყენია პუტინის გადაწყვეტილების გამო “მხარი დაუჭიროს” ჰარისს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა, კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე, რომელმაც ხუმრობის მცდელობით განაცხადა, რომ არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამ კვირის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ მისი ფავორიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ჯო ბაიდენი, მაგრამ რადგან მან მოხსნა თავისი კანდიდატურა და კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, რუსეთიც ჰარისს მიემხრობა. უინკონსინის […]

“ჩვენს გემს სარკინიგზო ვაგონების გადაზიდვაც შეუძლია” – ფოთიდან საბორნე გადაზიდვები ვარნას მიმართულებითაც იწყება

კომპანია E60 Shipping Line-ს ახალი საბორნე გადაზიდვის მარშრუტი ვარნას მიმართულებით დაემატება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, შალვა წაქაძემ BMGTV-ს გადაცემაში “ანალიტიკა” ისაუბრა. “ჩვენს გემს “აიას” შესაძლებლობა აქვს, რომ სარკინიგზო ვაგონები გადაიზიდოს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით რუმინეთში ფართო ლიანდაგიანი რკინიგზა არ არსებობს, შევდივართ ვარნაში. ეს კიდევ ახალი ხაზი იქნება, ვარნა-ფოთის მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბულგარელ და […]

ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალციხეში “მოგესალმებით, მეგობრებო! მივესალმები უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარეს, სამცხე-ჯავახეთს! სანამ სხვა რამეს ვიტყვი, პირველ რიგში, გუშინდელი დღე, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი საამაყო დღე მინდა გაგახსენოთ და ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მივულოცოთ გამარჯვება და დიდი მადლობა ვუთხრათ. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს […]

ლანა გალდავა აცხადებს, რომ ქარელში „ძლიერი საქართველოს“ წევრებს კამპანიის მიმდინარეობისას თავს დაესხნენ

„ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ ქარელში წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, მისი თქმით, ქარელში მათ თავს დაესხნენ. „ქარელის მერის მოადგილის – ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე, ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის […]

ua-football: კვარაცხელია და კომპანია A დივიზიონში აპირებენ გადასვლას?

ერთა ლიგის პირველ ტურში, B ლიგის 1 ჯგუფში, საქართველომ ჩეხეთი 4:1, ალბანეთმა კი უკრაინა 2:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის გამარჯვებას უკრაინული ua-football-ი გამოეხმაურა. კვარაცხელია და კომპანია A დივიზიონში აპირებენ გადასვლას? არაორდინალური ფეხბურთი “ჯვაროსნების” შესრულებით “სანიოლის შეგირდებმა В ლიგაში სადებიუტო სეზონი დამაჯერებლად დაიწყეს. მასპინძლებმა ანგარიში შესვენებამდე გახსნეს, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში ოპონენტი გაანადგურეს – საქართველომ 13 წუთში […]

Toyota-მ ელექტრომობილების წარმოების სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota ელექტრომობილების წარმოების 2026 წლის სამიზნე მაჩვენებლები ⅓ -ით შეამცირა, რითაც იმ არაერთი კომპანიის რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც მოთხოვნის შემცირების გამო ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოების ზრდა გადაიფიქრეს. ახალი გეგმის თანახმად, Toyota 2026 წელს 1 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს აწარმოებს, ნაცვლად ჩაფიქრებული 1.5 მილიონისა. ოფიციალურ განცხადებაში ავტომწარმოებელმა განმარტა, რომ განზრახვა, 2026 წლამდე წლიურად 1.5 მილიონი […]

ტრამპი იქნება თუ ჰარისი, სანქციებს მაინც დაგვიწესებენ – მედვედევი

“დონალდ ტრამპი განაწყენებულია [აშშ-ს] დღევანდელ ადმინისტრაციაზე და რუსეთისთვის სანქციების გაუქმებით იმუქრება. გააუქმებს კი, თუ აირჩევენ? რა თქმა უნდა, არა.”- წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე. ის ამავე ტელეგრამ-პოსტში ტრამპს სისტემურ ფიგურას უწოდებს. რაც შეეხება ჰარისს, მედვედევი სასიამოვნო სიურპრიზებს არც მისგან ელის. “ჩანს, როგორც “არასისტემური” ხასიათის, თუმცა საბოლოოდ სისტემური […]

ზაფხულის სეზონზე ტურისტულმა აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა

ტურიზმის მასშტაბები გაიზარდა. მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. ზაფხულის სეზონი აქტიური და მიმზიდველი გახდა შიდა და გარე ტურიზმისთვის. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ზღვისპირა კურორტები. მათზე წელს არნახულად დიდი მოთხოვნაა. არნახულად აქტიური ტურისტულ სეზონზე ცხადყოფს საქსტატის მონაცემები. მათ მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ შარსანდელთან შედარებით წელს ვიზიტორტა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. მზარდია შიდა ტურიზმიც. […]

ფავლენიშვილი: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრს ამბროლაურში მანქანა დაუზიანეს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ბესო ქართველიშვილს მანქანა დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ფავლენიშვილი ავრცელებს. ოპოზიციონერები მომხდარს ქართულ ოცნებას უკავშირებენ. ფავლენიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით და ასეთ ვანდალურ ფაქტებს ახალისებს. “ამბროლაურში ჩვენი პარტიის, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრს, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მას მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში. […]